1 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მელია ციხეში შევიდა როგორც პოლიტიკოსი და გამოვიდა როგორც უკეთესი პოლიტიკოსი – ირაკლი ტაბლიაშვილი

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

“ოცნებისაგან” კი არაფერი იქნება მოულოდნელი და გასაკვირი, მაგრამ, ჩემი აზრით, “ოცნებასაც” კი გაუჭირდება ახალი, სხვა პოლიტიკოსების დაკავება-დაპატიმრება აწი, მომავალში.

გაუჭირდება, რადგან, წესით, უნდა ხვდებოდეს, რომ პოლიტიკოსთა!!! ყველა სამომავლო დაკავება-დაპატიმრება, მომავალშივე, აუცილებლად შეფასდება პოლიტიკურ დევნად და, შესაბამისად, ადრე თუ გვიან, ციხის კარი აუცილებლად გაიხსნება ევროპის და ევროპელთა – მიშელთა, დანიელსონთა თუ ჰარცელთა დახმარებით.

ისწავლის ჭკუას ხელისუფლება?

თუ ისწავლის – კარგია… ოღონდ, მისთვის ეს კარგობა “ვაია”, ხოლო თუ ვერ ისწავლის და რეპრესიებს გააგრძელებს – “ვუი”.

აი, “ვაის” თუ “ვუის” დასტურიც.

ანუ, დასტური იმისა, რომ ხელისუფლება მძიმე დღეშია:

მელია ციხეში შევიდა როგორც პოლიტიკოსი და გამოვიდა როგორც უკეთესი პოლიტიკოსი, რომელმაც, ყველაფერთან ერთად, ზიზღის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ჰო, ზიზღის და დაპირისპირების დასრულების აუცილებლობაზე!.. და ამის დაუსრულებლად კი ქვეყანას კრიზისიდან გამოყვანა, უბრალოდ, არ უწერია.”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები