2 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,კატასტროფა ხდება, 6 მანქანა წაიღო.. როგორც ჩანს სახლებს ანგრევს, საოჯახო ნივთები მოაქვს მდინარეს"- სტიქია გურჯაანში

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. დატბორილია გზები და ავტომობილები, დაისეტყვა რამდენიმე სოფელი.

უხვი ნალექის გამო მდინარეები - ახტალისხევი და ნავთისხევი ადიდდა და კალაპოტი გაარღვია. რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე წყალი მოედინება.

დატბორილია ავტომობილები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.

"კატასტროფა ხდება, 6 მანქანა წაიღო.. როგორც ჩანს სახლებს ანგრევს, საოჯახო ნივთები მოაქვს მდინარეს. ზარალი იქნება ძალიან დიდი, ყველაფრი მიაქვს თუ სადმე რამე შეხვდება.."- ამბობს, ერთ-ერთი ადგილობრივი ბერდია გეზელიშვილი.  

მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალადა რამდენიმე სოფელიც. სეტყვამ ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები