1 3 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ამჟამად საქართველოში? - თამარ გაბუნიას განმარტება

ქვეყანაში H3N1 ტიპის ვირუსი ცირკულირებს, ექიმების განმარტებით ეს არის ე.წ. ჰონგ-კონგის ტიპის ვირუსი და დაახლოებით, ხუთ დღეს გრძელდება.

რაც შეეხება სეზონურ ვირუსებს, მედიკოსები ამბობენ, რომ სეზონური გრიპი პაციენტების მხოლოდ ხუთ პროცენტში ვლინდება.

სპეციალისტების რეკომენდაციები იგივე რჩება, ხელის დეზინფექცირება, პირბადე და სასურველია, გრიპის შემთხვევაში, სახლში დარჩენა.

ვირუსი, ძირითადად, ბავშვებში ვრცელდება, სეზონური ვირუსის პიკს კი ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში ელოდებიან.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვირუსი საშიში არ არის.

"მიმდინარე პერიოდში, ყველაზე მეტად, რინოვირუსი და რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. 5%-ია ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი. ბავშვებში საყურადღებოა ვირუსი მაშინ, როდესაც არის სხვა თანდაყოლილი დაავადებები, განგაშის საფუძვლები არ არსებობს. გრიპის შემთხვევაში, სასურველია, ბავშვებმა სკოლაში არ იარონ,"- აცხადებს თამარ გაბუნია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები