1 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე ზედიზედ მე-5 დღეა, 10 ათასს აჭარბებს

რუსეთში კორონავირუსის გავრცელების მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე ზედიზედ მე-5 დღეა, რაც 10 000-ს აჭარბებს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 11 231-ია. ფატალური შემთხვევების რიცხვმა კი 88 შეადგინა, ოფიციალური მონაცემებით კი სულ 1625 ადამიანია დაღუპული.

საერთო ჯამში 177 160 შემთხვევაა აღრიცხული, რომლითაც რუსეთმა გადაასწრო საფრანგეთსა და გერმანიას. მსოფლიო სტატისტიკაში რუსეთი მესამე ადგილზეა საავადმყოფოში მყოფი პაციენტების რაოდენობით- სულ 151 732 ადამიანი იმყოფება ამ დრომდე სამედიცინო პუნქტებში- არ იცვლება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა რაოდენობაც, თუმცა როგორც ადგილობრივი მედია ამბობს, ამ ინფორმაციას ხელისუფლება მალავს და არ ანახლებენ იმ ადამიანთა რაოდენობას, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფებიან ვირუსის მწვავე განვითარების გამო. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 23 803-ია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები