0 2 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოში ყველაფერი თავდაყირა დადგა..არასდროს მეგონა, რომ ურთიერთობები იქამდე მივიდოდა, რომ შევაჩერებდით პირდაპირ დახმარებას – იან კელი

თქვენ ყველანი თვალყურს ადევნებთ საქართველოს და არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი თავდაყირა დადგა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება პროდასავლურია, ის, რაც მთავრობის დონეზე ხდება, მართლაც გამაოგნებელია.

ხელისუფლების ეს კურსის შეცვლის პროცესი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ გადამწყვეტ ფაზად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში იქცა უცხოური აგენტების კანონი.

არასდროს მეგონა, რომ ჩვენი ურთიერთობები იქამდე მივიდოდა, რომ ჩვენ შევაჩერებდით პირდაპირ დახმარებას საქართველოსთვის, მაგრამ დღეს ეს უკვე ფაქტია. ჩვენ ასევე შევაჩერეთ ერთობლივი წვრთნები, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სამოქალაქო საზოგადოების დახმარების პროგრამები, რაც ახლა საფრთხის ქვეშაა.

განაცხადა ამის შესახებ, შშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ 2024 წლის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე.[მთავარი არხის თარგმანი]

კომენტარები

მსგავსი სიახლეები