შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
|
25 ოქტომბერს „იქომერს ასოციაცია საქართველოს“ ორგანიზებით „ელექტრონული კომერციის დღე“ გაიმართა. პირველად საქართველოში,
საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ელექტრონული კომერციის პროცესში მთავარ მიღწევებზე, გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ემსჯელათ.
„ელექტრონული კომერციის დღის“ გენერალური სპონსორი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო. ღონისძიების მონაწილეებთან საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის, e-Commerce-ის, გამოცდილებაზე, „თეგეტას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიურმა დირექტორმა ლევან მამულაშვილმა ისაუბრა. საქართველოს ბაზარზე „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო პირველი, ვინც მომხმარებელს ავტომობილის ონლაინ შეძენისა და კონფიგურატორების დახმარებით სასურველი მახასიათებლების შერჩევის საშუალება მისცა.
ლევან მამულაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიური დირექტორი: „თეგეტა ჰოლდინგი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საკუთარი საქმიანობა გააციფრულა. ჩვენი ონლაინ მაღაზიის უკან დგას SAP ERP სისტემა, რომელიც უფრო მარტივს ხდის საოპერაციო საქმიანობას, ხოლო საინჟინრო ნაწილში აქტიურადაა დაწყებული ხელოვნური ინტელექტის დანერგვა. მომხმარებლებს, კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, ვთავაზობთ სხვადასხვა ციფრულ სერვისს, მათ შორის, მობილურ აპლიკაციას, ონლაინ ჯავშნებს, ავტომობილის ისტორიის შექმნას და სხვა.
ჩვენი, როგორც მულტიბრენდული კომპანიის, მთავარი მიზანი ელექტრონული პროცესების მუდმივი გაუმჯობესება და ავტოინდუსტრიის სრულად გაციფრულებაა. მიხარია, რომ ლიდერები ვართ ავტოინდუსტრიის დიგიტალიზაციის კუთხითაც და მომხმარებელს ამ მიმართულებით ბევრ ინოვაციას შევთავაზებთ“.
ქართულ საავტომობილო ბაზარზე „თეგეტა“ ელექტრონული კომერციის მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა. ციფრული პლატფორმა „თეგეტა ჰოლდინგში“ თითქმის 10 წელია მოქმედებს. „თეგეტა შოპი“ მოიცავს ისეთ ფუნქციებს, რომლებიც მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვის შესაძლებლობას სახლიდან გაუსვლელად აძლევს. ონლაინ მაღაზიაში უკვე ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი და სამომავლოდ ამ ინსტრუმენტის შესაძლებლობების გამოყენება კიდევუფრო აქტიურად იგეგმება.
eCommerce Day 2023-ს 500-ამდე სტუმარი დაესწრო და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ისეთი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან: Amazon Pharmacy, Rakuten Viber, Trendyol, Glovo, Evido x Meta და სხვა. ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი და მსოფლიო მასშტაბის კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება.
საღამოს საერთაშორისო სტუმრებს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, GeelySakartvelo-მ, უმასპინძლა. ოფიციალურ ვახშამზე ქართული და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს ელექტრონული კომერციის შესახებ აქტუალური თემების განხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.
სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...
დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...
გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...
კომენტარები