2 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა

ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გააკეთა "სიტუაცია საქართველოში არ მიდის პოზიტიური მიმართულებით ქართველი ხალხისთვის. დემოკრატიული ქვეყანა არ უნდა ახშობდეს ოპოზიციურ ხმებს და დამოუკიდებელ მედიას. საპასუხოდ ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტექსტი და შევუწყვიტეთ დაფინანსება საქართველოს მთავრობას. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ საჭიროა უვიზო რეჟიმის შეჩერება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და კომისია შეთავაზებას უკვე წელს გააკეთებს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდში დგომას, მათ შორის მთავრობისთვის განკუთვნილი დაფინანსების გადამისამართებით სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რადგან საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს" - განაცხადა კაია კალასმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები