ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
ფოტოხელოვანი მარი ნაკანი-მამასახლისი "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„მაპატიეთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა რომ უკვე 16 წელია ერთგულად ვემსახურები ჩემს პროფესიას, გავხსენი ფოტოგრაფიის სკოლა და ვცდილობ მთელი ჩემი დრო და ცოდნა ამ დარგის განვითარებას მივუძღვნა ჩემს ქვეყანაში.
განვიცდი და ვაღიარებ რომ სურვილი გამიჩნდა წავიდე სადმე წყნარ, ჟანგბადით სავსე, ცივილურ ქვეყანაში და თავიდან დავიწყო ყველაფერი.
მირჩევნია ვისწავლო რამე ახალი, ან თუნდაც გამოვიყენო ჩემი ცოდნა და სხვაგან ვიშრომო, ქვეყანაში სადაც არ შემეშინდება გამონაბოლქვის, დაბინძურების, უხარისხო საკვების და გაუთავებელი დესტაბილიზაციის. ქვეყანაში სადაც ჰაერშიც კი გამჯდარია კულტურა, სადაც გიღიმიან და თავაზიანად გექცევიან. სადაც აფასებენ ადამიანის უფლებებს და სადაც არ გიყურებენ გადიდებული მშიერი თვალებით შენივე მანქანაში, არ გაკვირდებიან როგორ გაცვია, რა გიდევს ჯიბეში და რა ორიენტაციის ხარ.
რაც შეიძლება შორს მინდა გაქცევა, მოჭარბებული აგრესიისგან, უხეში, თავხედი პოლიციისგან, უზრდელი პოლიტიკოსებისგან, არაპროფესიონალებისგან, ზარმაცებისგან, ამპარტავანი მატრაკვეცა საზოგადოებისგან, მდიდრულად ჩაცმული უწიგნური კეკელკებიგან, ლე პურში რო სხედან დღედაღამე და ლიტერატურის აზრზე რო არ არიან, გლეხებისგან რომლებმაც მიატოვეს თავიანთი უხვი მიწა, მოახტნენ შავ ჯიპებს და თავი დიდი კაცები გონიათ, დამღალა ჩემმა საყვარელმა უპატრონო საქართველომ თავისი მუდმივი ლუზერობით, ტრაკის ფხანით და წუწუნით. მუდმივად რაღაცის ან ვიღაცის მოლოდინში მყოფმა ერმა.
ნარკომანმა ლუარსაბებმა, მათში პათოლოგიურად შეყვარებულმა არაჯანსაღმა დედებმა და დედამთილებმა , რომლებიც სულ მზად არიან აკრიტიკონ და იჭორაონ რძლებზე. დამღალეს მაწანწალებმა რომლებმაც იმის მაგივრად ეზოები დაალაგონ, ექთნებად იმუშაონ ან მიწა დაამუშაონ, გაყავთ თავიანთი პაწაწუნა შვილები ქუჩაში და ამათხოვრებენ.
კიდევ ცოტახანს გავჩერდები თბილისში, კიდევ რაღაც პერიოდი ვასწავლი ფოტოგრაფიას, ვიცი ამითი რამოდენიმე ადამიანს კიდევ დავაყენებ ფეხზე. მაგრამ საქართველოდან გაქცევის პროგრამა უკვე ჩართული მაქვს , ასე რომ მაპატიეთ ყველამ 37 წლის ვხდები და პერსპექტივას ვერ ვხედავ საქართველოში. მივმართავ ახალგაზრდებს, ისწავლეთ რაც შეიძლება ბევრი ენა და მოხიეთ რაც შეიძლება უკეთეს ქვეყნებში.
მთელი დრო სწავლაში დახარჯეთ, ცხოვრება ისედაც მოკლეა და ერთი...“
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები