0 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ცესკოს არჩევნების გაყალბების სამზადისში ადანაშაულებს

ჩამოტვირთვა

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ცესკოს არჩევნების გაყალბების სამზადისში ადანაშაულებს.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიას აკომპლექტებს „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის წევრების ახლობლებით. გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ რეგიონებში ფაქტობრივად საარჩევნო შტაბებს ეს უკანასკნელები აკონტროლებენ:

„76 ე.წ. დამოუკიდებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ვაკანსიებზე მათ დანიშნეს ყოველგვარი გასაუბრებისა გარეშე „ქართული ოცნების“ შტაბის წევრების მეუღლეები, ოჯახის წევრები ან სუს-ის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები ან თვითონ საარჩევნო ადმინისტრაციაში მომუშავე თანამშრომლების მეუღლეები და ოჯახის წევრები. ისინი აპირებენ არჩევნების ტოტალურ გაყალბებას. მე მინდა მოვუწოდო ცესკოს და ვუთხრა არც ერთ ხმას არ გაგაყალბებინებთ,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები