0 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ ცხოვრობს მამაკაცი, რომელიც 786 კგ-ს იწონის და ყოველ დღე სიკვდილს ებრძვის

   ჯეიმს კინგი კენკუტის შტატიდანაა. ის 46 წლისაა და ავადმყოფური სიმსუქნითაა დაავადებული. წონაში სწრაფი მატება დაიწყო 20 წლის ასაკში, როცა ალკოჰოლკი დედა გარდაეცვალა.  ამ დროს პარალელურად ურთიერთობა დაიწყო მეზობელ ლისასთან, რომელსაც ქმარი და სამი შვილი ჰყავდა.

ჯეიმსი: "ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი. ჩემი წონა არასდროს ყოფილა  დამაბრკოლებელი. მას ისეთი ვუყვარდი, როგორიც ვიყავი".

ლისა ჯერ კიდევ ქმართან ცხოვრობდა, როცა ჯეიმსისგან დაფეხმძიმდა. მან ჯეიმსს ორი შვილი გაუჩინა,თუმცა მამას არ შეეძლო მათზე ზრუნვა, რადგან ლისა ისევ ქორწინებაში იყო.

ჯეიმსი:"მე შევეცადე ჩემს შვილებთან ვყოფილიყავი. ვცხოვრობდი მათთან ერთად და მათ იცოდნდნენ მამა რომ ვიყავი".

30 წლის ჯეიმსი უკვე 540 კილოს იწონიდა. ორი წლის შემდეგ, ლისა ქმარს გაშორდა და ჯეიმსთან ერთად ცხოვრების საშუალება მიეცა.

ჯეიმსი:"ყველაზე ბედნიერი დრო იყო ჩემს ცხოვრებაში. ვერ ვაკონტროლებდი, რამდენს ვჭამდი, ამიტომ კიდევ უფრო მოვიმატე".

42 წლის ჯეიმსმა გააცნობიერა, რომ უკვე საკმაოდ ბევრს იწონიდა. მას ტკივილები დაეწყო და წოლით რეჯიმზე გადასვლა მოუწია. ჯეიმსს აღარ შეეძლო გადაადგილება, ამიტომ ვერ ახერხებდა ექიმთან შეხვედრას. მკურნალობის დასაწყებად საჭირო გახდა სახლის იპოთეკით დატვირთვა. ჯეიმსი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის 735 კილო აღმოჩნდა. ჯეიმსი სავადმყოფოში ერთი თვის განმავლობაში დარჩა და 50 ფუტი დაიკლო. დაკლების შემდეგ, მას უფლება მისცეს სახლში დაბრუნებულიყო, თუმცა მალევე გულის უკმარისობის გამო ისევ საავადმყოფოში მოხვდა.

ჯეიმსს მესამედაც მოუწია საავადმყოფოში დაწოლა, როცა უკვე 843 ფუტს იწონიდა. ოთხი თვის განმავლობაში 158 ფუტი დაიკლო, რაც გასაოცარი შედეგი იყო. მისი დიეტა  800 კალორიას შეადგენდა დღეში და ის კვალვ დაუბრუნდა 786 ფუტ წონას.

მიუხედავად ამ ყველაფრის გადატანისა, ჯეიმსმა წონაში კლება კვლავ შერწყვიტა. ის იმ წონას დაუბრუნდა, რა წონითაც პირველად მიაკითხა საავადმყოფოს.

                                                            ავტორი: მაგდა ბატიაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები