2 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გორში ლიბერთის კიდევ ერთი ახალი ფილიალი გაიხსნა

შიდა ქართლში, გორში  ლიბერთის ახალი ფილიალი გაიხსნა.

 

ფილიალის გახსნას ლიბერთის მენეჯმენტის წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი - ვაჟა მენაბდე და საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი - თორნიკე კორძაია დაესწრნენ. ახალი ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც სრულად ფარავს მცირე და საშუალო ბიზნესისა და მაღალშემოსავლიანი ფიზიკური პირების მომსახურებას. ფილიალი გორში, ცხინვალის გზატკეცილი N2 მისამართზე მდებარეობს და 20-მდე თანამშრომელი იქნება დასაქმებული.

 

"ლიბერთი აგრძელებს მომხმარებელზე მორგებული სერვისებისა და მომსახურებების დანერგვას რეგიონებში.

 

ჩვენი მიზანია, გავზარდოთ რეგიონში ფინანსურ რესურსსა და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და შევთავაზოთ კომფორტული საბანკო მომსახურება. ბიზნესსა და  მაღალშემოსავლიანი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ფილიალის გახსნით, ვფიქრობთ,  კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ აღნიშნულ პროცესს.“ -  ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.  

 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალობიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარსშეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტითანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბითწარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზემეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებითსაქართველოს ყველა რეგიონსა დამუნიციპალიტეტში. განვითარებულიინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომიათანამედროვე ციფრული სერვისები დადისტანციური მომსახურება.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...