ბაირონ სმიტის და ჯაილზ კლარკის შეხვედრები თიბისი კ...
ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.  ...
|
კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხვადასხვა ქართული კომპანიიდან და უნივერსიტეტიდან, რომელთაც რამდენიმე გუნდის წარდგენა შეეძლოთ, ჯამში 334-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
თიბისი სახელით მონაწილე გუნდებიდან ერთ-ერთმა, თიბისის მარკეტინგის ბრენდ მენეჯერებმა - ქეთო შურღაიამ და ანკა ნაცვლიშვილმა მარკეტერის კატეგორიაში ოქრო მოიპოვეს.
საქართველოში „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალი 2015 წლიდან ტარდება. კონკურსში, სხვადასხვა წლებში, თიბისის გუნდის წევრებმა მარკეტერის კატეგორიაში, ჯამში, 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული.
წლევანდელ კონკურსში გამარჯვებულები და საუკეთესო ნამუშევრების ავტორები 4 აპრილს, 6 კატეგორიაში გამოვლინდნენ:
1. Marketer - ქეთო შურღაია, ანკა ნაცვლიშვილი (TBC)
2. Digital - თამარ ხუციშვილი, ნელი ბობოხიძე (REDBERRY)
3. PR - ნიკოლოზ ნინიძე, საკო ტვილდიანი (AT.GE)
4. Design - ნინო ყაველაშვილი, დანიელ გრიგორიანი (Holy Motors)
5. Film - დავით წაქაძე, თეკლე დარჩიაშვილი (Industria)
6. Print - გიორგი ჯაფარიძე, ლუკა სააკაშვილი (Free University of Tbilisi)
გამარჯვებული გუნდები ივნისში, კანში, საქართველოს სახელით იასპარეზებენ, სადაც თავიანთ შემოქმედებით პოტენციალს ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანენ და მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებს შეეჯიბრებიან.
„თიბისისთვის ახალი თაობისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა ძალიან ღირებულია, ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კანის ახალგაზრდული შეჯიბრის მხარდაჭერა. ინდუსტრია ყოველწლიურად ვითარდება და იზრდება, მონაწილეები საინტერესო გამოწვევებზე მუშაობენ და ღირებულ გამოცდილებას აგროვებენ. გამარჯვებულებს კი კანში განსაკუთრებული შეჯიბრი ელით, სადაც ქვეყნის სახელით იასპარეზებენ. ვგულშემატკივრობთ ახალგაზრდა პროფესიონალებს და გვჯერა, რომ მათ სახელს მალე უფრო ფართო აუდიტორია გაიგებს“ - მარიამ მიქელაშვილი, თიბისის ბრენდის მარკეტინგის ლიდერი.
ფესტივალზე წელს ნიკა გუჯეჯიანის საპატიო ჯილდო, ინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გადაეცა გიორგი ოკმელაშვილს.
თიბისი მიზნად ისახავს, ახალ თაობას საკუთარი პოტენციალის გამოვლენის მეტი შესაძლებლობა მისცეს, დაეხმაროს განსხვავებული პროფესიული გამოცდილების მიღებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა და უკვე 30 წელზე მეტია, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას და პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში ასევე, ქვეყნის გარეთ.
ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.  ...
„პორშე ცენტრი თბილისის“ ინიციატივით ბათუმში პირველად Service Clinic-ის პროექტი გაიმართა. მომხმარებელზე ზრუნვის იდეით შექმნილი პროექტის ფარგლებში, 26-27 აპრილს, პორშეს სერტიფიც...
2025 წლის 30 მაისს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, თბილისში, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართება. ღონისძიების მთავარია მიზანია გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ღირებულებე...
29 აპრილს PSP ფარმას სადისტრიბუციო საწყობს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები ესტუმრენ. PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სა...
თიბისი განაწილება, ყოველი თვის წყვილ თარიღში, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს, ამიტომ ისინი ამ გამორჩეული შესაძლებლობით სარგებლობას სულ მალე, 05.05.2025-ში, კვლავ შეძლებენ. 5 მაის...
თუ ხარ თვითდასაქმებული და შენი საქმე გიყვარს, თიბისიში ყველა პირობა დაგხვდება იმისთვის, რომ იყო ერთი ნაბიჯით წინ. თიბისიში თვითდასაქმებულებს, ფრილანსერებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობ...
თიბისის მხარდაჭერით ხვალ, 2 მაისიდან, „ქოლგა თბილისი ფოტო" იწყება. ფოტოკვირეული წელს 24-ედ ტარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. 2-დან 6 მაისის ჩათვლით დამთ...
მაისი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები