1 8 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ქისა“ თიბისისთან პარტნიორობით ნატურალური ტყავით ჩანთების და აქსესუარების წარმოებას ავითარებს

ქართული ტრადიციული ქისის ინსპირაციით შექმნილი პირველი ტყავის ჩანთა ბაზარზე 6 წლის წინ გამოჩნდა. „ქისა“ ტყავის ხელჩანთების და აქსესუარების ბრენდია, რომელიც წარმატებით იყიდება უცხოურ ბაზარზე.

„ჩვენ თავიდანვე ორიენტირებული ვიყავით ექსპორტზე და ამის შედეგია ის, რომ თითქმის მთლიანად უცხოეთის ბაზარზე გავდივართ. ჩვენს მიერ წარმოებული ტყავის ჩანთების და აქსესუარების უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყიდება. წარმოდგენილი ვართ ისეთ ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზე, როგორიცაა  etsy.com და პროდუქციის გარკვეული ხაზი იყიდება amazon.com-ზე,“ - ეკატერინე რამიშვილი, „ქისას“ დამფუძნებელი.

ექსპორტზე წარმატების პარალელურად, კომპანიამ თბილისში საწარმო და შოუ-რუმი გახსნა, სადაც შესაძლებელია, როგორც წარმოების პროცესის დათვალიერება ისე მზა პროდუქციის ყიდვაც.

„ქისა“ 40 სხვადასხვა ტიპის და დიზაინის პროდუქციას ამზადებს, მათ შორის, საფულეებს, ხელჩანთებს, ზურგჩანთებს, წელის ჩანთებს, სათვალის ბუდეებს, ტყავის სამაჯურებს და სხვა. როგორც „ქისას“ დამფუძნებელი ამბობს, წელიწადში სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებით 1200-დან 1500-მდე ერთეულ პროდუქციას ყიდიან.

მომხმარებლის გამოცდილება კი ასეთია, ის ნახულობს და არჩევს სასურველი ჩანთის დიზაინს ბრენდის ვებგვერდზე www.qisabags.com, შემდეგ აფორმებს შეკვეთას და „ქისას“ გუნდის წევრები გულდასმით იწყებენ შეკვეთილ ნივთზე მუშაობას. ყველაფერი აქ, საქართველოში, უმაღლესი ხარისხის ტყავისგან ხელით იკერება, შეკვეთის დამზადებას დაახლოებით 2 დღე სჭირდება. შემდეგ ეტაპზე კი პროცესში ის ადამიანები ერთვებიან, რომლებიც უზრუნველყოფენ ნივთების საზღვარგარეთ გაგზავნას. ასე ხვდება უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების პროდუქცია აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში.

„შეკვეთების მიღების და გაყიდვების პროცესი მთლიანად გავაციფრულეთ, რამაც საშუალება მოგვცა, რომ პროცესები სწრაფად და ეფექტურად გვემართა. პროდუქციის 95 %-ს უცხოეთში ვყიდით. რა თქმა უნდა, გვინდა და  ვმუშაობთ ამაზე, რომ უფრო მეტი პროდუქცია გვქონდეს თბილისში, ჩვენს შოუ-რუმში,“ - ეკატერინე რამიშვილი.

„ქისას“ საწარმოში ტყავზე მუშაობის სასწავლო კურსებიც დანერგეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ საქმეს დაეუფლოს და ტყავის წარმოება წამოიწყოს. კურსზე მისულებს ყველა სამუშაო იარაღი და მასალა ადგილზე დახვდებათ.

 

სულ ახლახან „ქისამ“  USAID-ის საგრანტო პროექტში გაიმარჯვა, რაც კომპანიას საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდაში და სამუშაო ადგილების შექმნაში დაეხმარება. 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...