1 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

4 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარი გიუნაშვილი აცხადებს, რომ გორში, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა.

ოჯახი და ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პედიატრ ნანა ნინიაშვილის არაკვალიფიციურობამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, რაც, შემდგომ, ლეტალური შედეგით დასრულდა.

„4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ჩაატარა მოკვლევა და გამოიკვეთა, რომ სწორედ ჩუტყვავილას გართულება გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. მოკვლევის პროცესში ხდება დეტალების დაზუსტება – გარდაცვალებამდე ბავშვის მდგომარეობის, კლინიკაში ვიზიტების, მიმართვიანობის ინტენსივობის, კონკრეტულ ექიმთან – ნინიაშვილთან კონსულტაციების, ბავშვის აცრების სტატუსის შესახებ და ა.შ. დადგინდება ყველა დეტალი. ფაქტის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სრული ინფორმაცია მიაწოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. რაც შეეხება რეგულირების სააგენტოს, სავარაუდოდ, მოკვლევას დაიწყებს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოც“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა.

მათი მტკიცებით, პაციენტს ექიმის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. კლინიკა , გორმედის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, თუმცა შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან. არსებული ცნობით, 4 წლის ბავშვი გზაში იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ის გორიდან თბილისში გადაჰყავდათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები