1 8 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"ეს არ იყო მოსამართლის გადაწყვეტილება.. მე, მაჩალიკაშვილი და კილაძე დიდი საფრთხის ქვეშ ვართ"

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულების გათავისუფლების შესახებ განაცხადა, რომ ეს არ იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ ეს გადაწყვეტილება მოსამართლეს  მიაღებინეს ძალით.

 „გონივრული ეჭვი მაქვს, რომ გადაწყვეტილება მოსამართლეს იმისთვის მიაღებინეს, რომ ზაზა სარალიძე წყობიდან გამოიყვანონ, მაგრამ ვერა. მე კანონით მივყვები და მოვსპობ შერჩევით სამართალს. იმის მერე, რაც მე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტებად გამოგვაცხადეს, დღევანდელი ფაქტი არ გამკვირვებია. 

უკან დახევას არ ვაპირებ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. მე, მაჩალიკაშვილი და კილაძე დიდი საფრთხის ქვეშ ვართ, სახელმფწიფო აპარატი ცდილობს ჩემს განეიტრალებას, სექტემბრიდან ვაპირებ აქციების გაგრძელებას და მჭირდება ხალხი გვერდზე, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს შერჩევითი სამართალი. გთხოვთ, გავერთიანდეთ ყველა”,-განაცხადა ზაზა სარალიძემ ბრიფინგზე“ - განაცხადა სარალიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები