1 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“უნდა გიყვარდეს… გაგიჟებით უნდა გიყვარდეს”....

ჩამოტვირთვა

კარგი ლექსების ავტორი, სულაც არ არის იშვიათი, უცხო და საკვირველი მოვლენა საქართველოში, მაგრამ ახალი ქართველი პოეტის გაცნობამ ძალიან გამახარა, მისი ლექსები, მართლა სიამოვნებით წავიკითხე. მეტიც ისიც ადვილად დავიჯერე, რომ მომავალში იგი უფრო მეტად გააკვირვებს პოეზიის მოყვარულებს. ასე ახასიათებს დათო ტურაშვილი ახალგაზრდა პოეტს რეზი ქინქლაძეს, თავად რეზი კი პოეტის წოდებისას უხერხულობას გრძნობს ... ვერაფერს ვიტყვი, მითხრათ პოეტო უბრალოდ ცოტა უხერხულია... ასე მშვიდად და ლაღად მოეწყო სადაც მეფეებს კრძალვით უვლიათ. ამ სიტყვების ავტორს პირველი წიგნის პრემიერა აქვს… ბიჭი ივანიშვილი, გიგი ვონდერი, ბაქი ლორთქიფანიძე და ირაკლი გაფრინდაშვილი, ბიჭები, რომლებიც ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ რეზის მეგობრები არიან და წიგნის პრემიერაზეც ერთად იქნებიან. ამჯერად კი კვინტეტის არასრული შემადგენლობა რეზის შემოქმედებას აფასებს. წერს ბავშვობიდან, ძირითადად სიყვარულზე, ლექსების უმეტესობა საყვარელი ქალისადმი აქვს მიძღვნილი, რომელიც უკვე 4 წელია ახალგაზრდა პოეტის ცოლია. რეზი ქინქლაძის შემოქმედებაში სიყვარულის გარდა არის სხვა თემატიკის ლექსებიც, რომელთა შორისაა თბილისზე დაწერილი ლექსი. პოეტს მიაჩნია, რომ რაც ლიქსში აქვს ასახული, ეს სამწუხარო, მაგრამ მაინც ჩვენი რეალობაა.. მოკლედ რეზი ქინქლაძე და მისი მეგობრები 29 აპრილს 20 საათზე Studio 5 -ში პოეზიით გამთბარ ლამაზ საღამოსა და სიყვარულით სავსე ლექსებს გვპირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები