სოც. მედია
პანიკა ავსტრიაში - ამ დროისთვის 602 ადამიანია დაინფიცირებული
2020-03-14 17:46:49
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი თეონა ამაღლობელი სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
რადგან ბევრი მწერთ და გაინტერესებთ თუ რა მდგომარეობა არის ამ ეტაპზე ავსტრიაში, შევეცდები ამ ფოტოებით ( ფოტოების უმრავლესობა მეგობრების გამოგზავნილია სხვადასხვა ვენის რაიონებიდან, რაც მიუთითებს იმას რომ ყველგან მსგავსი მდგომარეობა არის ამ ეტაპზე) გადმოვცე , საზოგადოების შიში და პანიკა.
ავსტრიის მთავრობის მიერ შემოღებული ზომები 12 მარტის შემდეგ კი ასეთია:
🆘 ავსტრიის მასშტაბით ორშაბათიდან ყველა მაღაზია დაიკეტება, მაგრამ ეს არ შეეხება სუპერმარკეტებს, აფთიაქებს, ბანკებს და ფოსტას.
🆘 კარანტინი ცხადდება ავსტრიის სამთო კურორტებზე St. Anton am Arlberg და Tiroler Patznauntal-ში. ავსტრიის მთავრობა მოუწოდებს უცხოელ სტუმრებს, დატოვონ ეს ტერიტორიები და დაბრუნდნენ სამშობლოში. ტიროლის ორი სოფელი კი, საიდანაც ინფიცირება დაიწყო, 13 მარტიდან კარანტინში მოექცა.
🆘 არსებულ შეზღუდვებზე დამატებით, 16 მარტიდან შეწყდება საავიაციო მიმოსვლა შვეიცარიასთან 🇨🇭, საფრანგეთთან 🇫🇷, ესპანეთთან 🇪🇸. გაძლიერდება სახმელეთო კონტროლი შვეიცარიასთან და ლიხტენშტაინთან.
🆘 კაფე ბარები და რესტორნები მხოლოდ 15 საათამდე იმუშავებს.
მე მაინც ვფიქრობ რომ , ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ გვაქვს 🙂
დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები! 😍
ღვთის წყალობას , ჯამრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გიაურვებთ 💕
👇🏻
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია +43 676 335 85 90
კომენტარები