0 6 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ახლა უცნობი გოგონას ხელი მიჭირავს ხელში, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაგვტოვოს და წავიდეს...“

მამა პეტრე სოციალურ ქსელში წერს:

„ახლა უცნობი გოგონას ხელი მიჭირავს ხელში, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაგვტოვოს და წავიდეს... 

ვერ გაუძლო ტრამვებს, ზეწოლას, საზოგადოებრივ აგრესიას, სიძულვილის ენაზე საუბარს... მოიფიქრა, რომ სიკვდილი გამოსავალია... 

შემთხვევით (სინამდვილეში შემთხვევით არაფერი ხდება) მეგობარმა მიაკითხა, ბუნებრივი აირის სუნმა ლამის ფატალურად დაამთავრა ყველაფერი... 

ყველას არ შეუძლია ძლიერი იყოს. ნუ მოვკლავთ ერთმანეთს... ნურც თავს მოვიკლავთ... ჩვენი თმის ღერიც უფალს ეკუთვნის...

მის მეგობარს მეორე მეგობარმა დაურეკა და გოგონამ ტელეფონიდან ხმა რომ მოისმინა, ჩემს ხმას მიამსგავსა... მერე დამიკავშირდნენ, გიკითხაო...

ასე გავიცანი, ლამის ბოლო მატარებელს აკიდებული მგზავრი...

მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს... არავის სჭირდება ყელში ამოსული მორალის კითხვა... სითბო და სიყვარული იხნის ნებისმიერ ჩვენგანს!..“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები