2 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

გიორგი ტუღუშს ომბუდსმენის პოსტზე უფლებამოსილება ხვალინდელ სესიაზე შეუწყდება

ჩამოტვირთვა

გიორგი ტუღუშს ომბუდსმენის პოსტზე უფლებამოსილება ხვალინდელ სესიაზე უნდა შეუწყდეს. სწორედ ამის შემდეგ იმსჯელებენ პარლამენტში ახალი სახალხო დამცველის საკითხზე. პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში ომბუდსმენობის კანდიდატების განხილვა დაიწყება. ამ დროისთვის სახალხო დამცველის პოსტზე 6 კანდიდატია დასახელებული - თამარ გურჩიანი, გელა ნიკოლაიშვილი, ლია მუხაშავრია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ნათია იმნაძე და უჩა ნანუაშვილი. ნანუაშვილის კანდიდატურა არასამთავრობო სექტორმა გუშინ დაასახელა. ერთობლივი განცხადება იმ ორგანიზაციებმა გააკეთეს, რომლებმაც თამარ გურჩიანის კანდიდატურა დაასახელეს. მათი თქმით, უჩა ნანუაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის სექტორში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ბოლოს "ქართული ოცნების" ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის ერთ-ერთი კონსულტანტი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები