2 1 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ბაგრატი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში კვლავ დარჩება

ჩამოტვირთვა

ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია საპატრიარქოსთან შეთანხმებით კვლავ გაგრძელდება. ტაძრის რეაბილიტაცია 2009 წელს დაიწყო, თუმცა პატრიარქის მოთხოვნით, სამუშაოები, ამ დროისთვის, შეჩერებულია. კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის, უკვე აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები. პროექტი, რომლის ავტორი არქიტექტორი ივანე გრემელაშვილია, საპატრიარქომ მოიწონა. ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით, საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. საუბარი იყო ლიფტისა და მუზეუმის გაკეთებაზე. ნიკა ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ ეს დეზინფორმაციაა და რესტავრაციის მიუხედავად, ბაგრატი, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში კვლავ დარჩება. ხელოვნებათმცოდნეების ნაწილისგან გამოითქვა ვარაუდი, რომ, რესტავრაციის შემთხვევაში, ტაძარი დაკარგავს თავის ავთენტურობას, რის გამოც ის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იყო შეყვანილი. ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი საპირისპიროს ფიქრობს. მათ აღნიშნეს, რომ ბაგრატის აღდგენა პროფესიონალების მიერ მომზადებული სარეაბილიტაციო პროექტის ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. კულტურის მინისტრი, ამ თემასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, ასევე ხელოვნებათმცოდნეებსა და ისტორიკოსებს შეხვდა. მინისტრმა მათ ბაგრატის ტაძრის ახალი პროექტი წარუდგინა და აღნიშნა, რომ, განსხვავებული აზრის მიუხედავად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, ოღონდ ყველა წესის დაცვითა და საპატრიარქოსთან შეთანხმებით. საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ბაგრატის ტაძართან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას მცირედი უზუსტობა უწოდეს და აღნიშნეს, რომ საპატრიარქოსა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, დასავლეთ მკლავის რესტავრაცია საბოლოოდ გადაწყდება. შეხვედრაზე იმყოფებოდა იუნესკო-ს მნიშვნელოვანი პროექტების ავტორი და კონსულტანტი ანდრია ბრუნო, რომელმაც აღნიშნა, რომ ბაგრატის ტაძრის კონცეფციის შემუშავება იუნესკოს ეგიდით მიმდინარობს. ბაგრატის ტაძარს, თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში. იგი ისტორიულად გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები