1 2 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

რამაზ ჩხიკვაძე - ქართული თეატრის „რიჩარდ III“

ჩამოტვირთვა

რამაზ ჩხიკვაძე - ქართული თეატრის „რიჩარდ III“ ლეანდრო, ვეფხია გაბიდაური, ქოსა მრჩეველი, კირილე მიმინოშვილი, შოშია, ყვარყვარე თუთაბერი, მეფე ლირი, აზდაკი და კიდევ ვინ ჩამოთვლის რამდენი კინო თუ თეატრალური როლი -... ეს ის საგანძურია, რომელიც რამაზ ჩხიკვაძემ თავის ქვეყანასა და შთამომავლობას დაუტოვა. მსახიობი წუხელ ღამით 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ჩხიკვაძეების სახლთან დღეს დილიდან მსახიობის მეგობრები და ახლო ნათესავები იკრიბებოდნენ. რამაზ ჩხიკვაძე 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში, გამოჩენილი მუსიკოსის, გრიგოლ ჩხიკვაძის, ოჯახში დაიბადა. ბაბუა – აღიარებული ფოლკლორისტი. მამა – კონსერვატორიაში ქართული მუსიკის კაბინეტის დამაარსებელი იყო, ხოლო დედა პროფესიონალი მომღერალი - მიუხედავად მუსიკალური მემკვიდრეობისა, მან თეატრს მიუძღვნა. 1951 წელს რამაზ ჩხიკვაძემ შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. ამავე წლიდან მუშაობს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში. დო მაჟორი – თეატრალურ ინსტიტუტში და დო მინორი – რუსთაველის თეატრში მოხვედრის შემდეგ. რამაზ ჩხიკვაძემ თეატრის მიტოვება და საოპერო ხელოვნებაში გადანაცვლება დააპირა. ოთხი წლის შემდეგ თუმანიშვილმა „ესპანელ მღვდელში“ ათამაშა, რის შემდეგაც მეორე წარმატებამდე, სპეკტაკლამდე - „როცა ასეთი სიყვარულია“, ხუთმა წელმა განვლო. მერე გაიხსნა მცირე სცენა და როგორც თუმანიშვილი ამბობდა, ჩხიკვაძისთვის სწორედ აქედან დაიწყო სვლა დიდებისაკენ. როლებმა აზდაკი და რიჩარდი მსახიობს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. „კავკასიური ცარცის წრე“ მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლშია შესული, ხოლო რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდ მესამე ყველა დროის რიჩარდების ათეულშია. „აი, საქართველოს ლირი, ტირანი ქარიშხალში“, – წერდა იტალიური „კორიერე დე ლა სერა“. 90-იანი წლებიდან ქარიშხალი მინელდა. ის ტოვებს თეატრს და სცენის გარეშე რჩება... 2006 წლის 28 თებერვალს მსახიობს 78 წელი შეუსრულდა და რუსთაველის თეატრის წინ რამაზ ჩხიკვაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ამ დღეს რუსთაველელებმა 609-ჯერ ითამაშეს "კავკასიური ცარცის წრე", ბრწყინვალე სპექტაკლი-ლეგენდა, რომელიც უკვე 30 წლისაა. რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედებამ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აღაფრთოვანა, იგი შექსპირული რეპერტუარის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს, დიდ ბრიტანეთში კი ქართველ ოლივიედ მონათლეს. რამდენიმე თვის წინ, 28 აგვისტოს, რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე, ნატაშა ჩხიკვაძე, გარდაიცვალა.. ნატაშა გემზე გავიცანი. იმ გემით მე და გურამ საღარაძე ოდესაში იალტაში მივდიოდით. გემბანზე ამოვიდა, რომ დავინახე, ძალიან მომეწონა და ჩემს სიცოცხლეში პირველად ვიფიქრე - ასეთ ქალს ცოლად შევირთავდი-მეთქი. -ამბობდა რამაზ ჩხიკვაძე 30 აგვისტოს ნატაშა ჩხიკვაძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. 22 ოქტომბერს სწორედ მისი მეუღლის გვერდით დაკრძალავენ საქართველოს უდიდეს მსახიობს რამაზ ჩიკვაძეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები