0 7 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„წუხელ, მარტო დარჩენილს ახალი წელი იმ მეზობელმა მომილოცა, ვინც დახმარების სათხოვნელად ბევრჯერ მომმართა, მაგრამ უხეშად კარს ცხვირწინ ვუკეტავდი!.“

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, პეტრე კოლხი სოციალური ქსელის პირად გვერდზე ემოციურ წერილს აქვეყნებს:

"გაუგზავნელი წერილი

შეიძლება აღიარება გაგიჭირდეს, თორემ შეუძლებელია ვერ ხვდებოდე, თავს როდის და რა ვითარებაში იტყუებ… 
ხშირად სიცრუეში ცხოვრება ისე მოგვწონს, ვინც თვალს გვიხელს, სამუდამოდ ვიძულებთ… შავი ჭირივით გავურბივართ მას, ვინც მკაცრი რეალობის წინაშე დაუფარავად გვაყენებს…
მეგონა კეთილი, მოწყალე, ღვთისნიერი ვიყავი… ასე მეუბნებოდნენ ისინი, ვინც ჩემი შემოსავლის წყაროებს სათავისოდ იყენებდა… 
სამეფოდ გაშლილი სუფრის თავთან დამსვავდნენ და სადღეგრძელოებსაც ჩემით იწყებდნენ, ჩემით ამთავრებდნენ…
სასულიერო დასშიც პრივილეგიებით ვსარგებლობდი… არ მაკლდა პატივი და დიდება…
ისინი ჩემი თანხებით იკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს, მე პატივმოყვარეობით…
ჩემ გვერდით ხელმოკლე ოჯახი ცხოვრობდა, რამდენჯერ მომიკაკუნებდნენ, კარს ან არ ვაღებდი, ან უარით ვისტუმრებდი… სამაგიეროდ დატვირთული საბარგულით მონასტრებში გავრბოდი… ერთი სული მქონდა, ტრაპეზზე როდის მოვისმენდი სადღეგრძელოს იმის შესახებ, თუ როგორი კეთილი, მოწყალე, ქველმოქმედი ვიყავი…
ვიჯერებდი, სამწუხაროდ…
ამ მოჩვენებითმა გულუხვობამ დაღუპვამდე მიმიყვანა… განსაცდელმა სინამდვილის წინაშე დამაყენა… 
გაქრა ჩემზე კილომეტრიანი სადღეგრძელოები, მთელი ამბები…
ცალკე დეპრესია მიტევდა, ცალკე მშიერი კუჭი… ჩემ მიერ აშენებულ მონასტერში დავრეკე, ლოცვით შეწევნას ვითხოვდი… არავინ მიპასუხა… თანდათან ვხვდებოდი, კი არ ვაშანებდი, გარშემო ყველაფერს ვანგრევდი… თავი საბოლოოდ გავინადგურე…
წუხელ, მარტო დარჩენილს ახალი წელი იმ მეზობელმა მომილოცა, ვინც დახმარების სათხოვნელად ბევრჯერ მომმართა, მაგრამ უხეშად კარს ცხვირწინ ვუკეტავდი!.."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები