0 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი კაპანაძე - ,,დავით ზალკანიანი, პირადად არის ჩართული იმაში რომ ემიგრანტებმა ხმა ვერ მისცენ"

ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"აი, ფსიქო-ემოციური სტრესი რომ ჰქონდა, რომ გადადგა და ერთ საათში ისევ უკან მიბრუნდა, ახლა რომ საგარეო საქმეთა მინისტრია, დავით ზალკანიანი, პირადად არის ჩართული იმაში რომ უცხოეთში მცხოვრებმა ემიგრანტებმა ხმა ვერ მისცენ. 

ვერ წარმოიდგენთ რა ბარიერებს უქმნიან საკონსულოები ემიგრანტებს... არ აძლევენ დარეგისტრირების საშუალებას. არ პასუხობენ სატელეფონო ზარებს და ეს ყველაფერი იმიტომ რომ ზალკანიანის მითითება შეასრულონ და ხმის მიცემის შესაძლებლობა წაართვან ასობით თანამოქალაქეს. 

მინისტრი ზალკანიანი, ნაცვლად იმისა რომ ატოცში ჩავიდეს და ოკუპაცია გააპროტესტოს, ამომრჩეველთა საარჩევნო უფლების იგნირორებისათვის „იჭრის ვენებს“. სხვა თუ არაფერი, ტეხავს, ტიპი საგარეო საქმეთა მინისტრია, გედი ფოფხაძე ხომ არა."

მსგავსი სიახლეები