0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ზურა ჯაფარიძე სააკაშვილის მაჩალკა იყო – მიშას დანახვაზე ახლაც წითლდება”

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

„გირჩელი“ ზ. ჯაფარიძე საქართველოს პატრიარქს საგანგებო პოსტს უძღვნის და წერს, რომ პატრიარქი განასახიერებს საბჭოთა კავშირს, რომ პატრიარქი გვიყურებს, როგორც ფარას და არა როგორც ადამიანებს (?!);

 ზ. ჯაფარიძეს, ეტყობა, პრეტენზია უკვე იმაზე აქვს, რომ თავად გახდეს ჩვენი პატრიარქი, რომელიც ისე არ მოგვეპყრობა, როგორც ფარას, ისე მოგვექცევა როგორც საყვარელ შვილებს. სულ მარიხუანას ნისლში გვაცხოვრებს. მეცინება ამ მარაზმატიკზე. ვინ დანიშნა ეს ნახევარფაბრიკატი ჩვენი სულების დირექტორად, ხომ არ იცით?!

 პირადად მე და ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა- მართლმადიდებელი მრევლი კმაყოფილი და მეტიც, ბედნიერი ვართ ჩვენდამი ჩვენი პატრიარქის დამოკიდებულებით. არც მონა მგონია თავი და არც ფარა. ზუსტად ასე ფიქრობს ასობით ათასი ადამიანი. ჩვენ გვიყვარს პატრიარქი, პატივს ვცემთ მას და ვაფასებთ. ეს ბუნებრივი სიყვარულია, გულწრფელი. მეტიც, ჩემს ცხოვრებაში არ შემხვედრია პატრიარქზე წესიერი, მზრუნველი და კეთილი ადამიანი.

 ზ. ჯაფარიძე სააკაშვილის ხელში ცხვარი კი არა, მრავალგზის ნახმარი „მაჩალკა“ იყო. მიშას დანახვაზე შიშისგან ახლაც წითლდება და როდიდან აღარაა საბჭოთა კავშირის ნაწილი, იქნებ ეს საიდუმლო გაგვიმხილოს, ცუდი არ იქნება.

 მთელ ამ ისტორიაში ერთი “მაგრამ” მაფიქრებს, რატომ დირიჟორობს ეს რეაქტიული პარანოიკი საკონსტიტუციო, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რა იყო, ჯაფარიძის ვალი გაქვთ, თუ როგორაა თქვენი საქმე?

 სულ 5- 10 წუთში ამ კომენტარს „გირჩის“ სექტა შემოესევა, მაგრამ ამაზე სერიოზულად არ ვრეაგირებ. სერიოზულად ის უნდა გვაწუხებდეს, ასეთი პოლიტკაშპიროვსკების გავლენის ქვეშ როგორ ექცევა ახალგაზრდობის ნაწილი.

 ვიმეორებ: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლება “გირჩის” სექტანტური კამპანიის ნებაყოფლობითი მძევალია, თორემ სათანადოდ იმოქმედებდა. იმოქმედებდა მტკიცედ, გონივრულად, რომ ამ ვიწრო ჯგუფის პოლიტსექტანტიზმს ჯანსაღი კანონმდებლობა, ადეკვატური საინფორმაციო პოლიტიკა დაუპირისპიროს. “ოცნების” პიარ-მენეჯერები კი, მარტო იმაში არიან განსწავლულნი, არასასურველ პოლიტიკოსებს დამცინავი ფეისბუქგვერდები როგორ შეუქმნან (ჯაფარიძე ამ სიაში არაა, მე ვარ ამ სიაში) და ღრმად, სერიოზულად არავის ადარდებს არც ქვეყნის უსაფრთხოება, არც ახალგაზრდობის ბედი და არც იმისი ანალიზი, რატომ თანხმდება ამდენი ახალგაზრდა სავალდებულო სამხედრო გაწვევის ნაცვლად, “გირჩის” ეპისკოპოსის მოწმობის აღებას. ეს ხომ სინამდვილეში ფარსია, სიყალბეა, პრობლემისგან გაქცევაა, რაც (საბოლოო ჯამში) ქვეყნის ინტერესებს ურტყამს?!

 

იქნებ იმაზეცაა საფიქრალი, რომ წვევამდელთა ფუნქციებს გადავხედოთ, საინტერესოდ, სასარგებლოდ ვაქციოთ ახალგაზრდობისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახური, როგორც პროცესი, როგორც სამშობლოსადმი მსახურების აქტი. პირადად მე საკონტრაქტო ჯარის მომხრე ვარ, მაგრამ აქაც არა მაქვს პრეტენზია. პროფესიონალებმა შემოგვთავაზონ კომპეტენტური აზრი. მაგალითად, ურიგო იდეად არ გამოიყურება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წვევამდელთა გადანაწილების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა, სხვა ინიციატივებიცაა საჭირო, მაგრამ ეს ყველაფერი დეტალებია. გარსია. ამ პროგრამაზე პროფესიონალებმა უნდა იმსჯელონ, იმუშაონ.

 მანამდე ვითარების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ვინმე ზ. ჯაფარიძე ირიბად გვეუბნება, რომ ის ზრუნავს ჩვენზე და არა საქართველოს პატრიარქი. ის ზრუნავს წვევამდელებზე… მარიხუანას მომხმარებლებზე, ობლებზე, ქვრივებზე… მალე, ეტყობა, წირვასაც ჩაატარებს, გასაბერი ეკლესიის კონცეფცია ხომ შემოგვთავაზა?!

 და ამ თამაშ-თამაშში ზ. ჯაფარიძის თითქმის ყველა ინიციატივა- ანტიეროვნული, ანტისახელმწიოებრივი,- მხარდაჭერილია! მხარდაჭერილია მედიის მიერ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, სხვადასხვა საელჩოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ… ეს თამაში არაა, მტრობაა. და სავალალოა, რომ ამას ასე მსუბუქად უყურებს ხელისუფლება. აქაც შიშია. ვერაგი შიში- დასავლეთმა არადემოკრატიულობაში არ დაგვდოს ბრალი.

 დასავლეთმა არ დაგვდოს ბრალი არადემოკრატიულობაშიო და… როცა შენი ხალხი გდებს ბრალს ანტიეროვნულობაში, ეს უკეთესია?” – წერს ინაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები