1 2 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მე დედამისისნაირი, სტაბილურად შავგვრემანი ვარ, ის დედაჩემისნაირად ჭრელი.."- მარიამ გეგუჩაძის ემოციური წერილი მაია ასათიანს

  გუშინ "პროფილის" ახალი სეზონი დაიწყო, რომელმაც გამოხმაურებებით და რეიტინგით, სავარაუდოდ,  რეკორდი მოხსნა.

  სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებდნენ მაია ასათიანის მონოლოგს, რომელიც მძიმე და სევდიანი მოსასმენი იყო.

  აღნიშნული გადაცემა უყურადღებოდ არც ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილს, მარიამ გეგუჩაძეს დაუტოვებია.. მარიამმა ნუცას და მაია ასათიანს ვრცელი  და  ემოციური ეისბუქ პოსტი მიუძღვნა 

"თვეებია ჩვენს შორის განსხვავება და დაახლოებით ერთ სიტუაციაში გავიზარდეთ. პოპულარული დედები, რომლებმაც ასევე ერთ დროს დაიწყეს კარიერა.
მარტოხელა დედები მაგრამ ყურადღებიანი მამები. 
დედებმა ორივემ პოლიტიკური ჟურნალისტიკით დაიწყეს. 
შემდეგ ორივემ პირადი თოქ შოუ შექმნეს, და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ უყურებთ და ვინ არა, თავისი საქმე გააკეთეს + ბევრი რამის პრეცენდენტი შექმნეს.
მე დედამისისნაირი, სტაბილურად შავგვრემანი ვარ, ის დედაჩემისნაირად ჭრელი. 
შემდეგ მე ავდექი და ამერიკაში წავედი.
ის ერთი წლის მერე პარიზში. 
წელიწად ნახევრის შემდეგ , იანვარში პარიზში გადავედი სასწავლებლად. 
გავიცანი გოგო.
წითელი თმებით. 
ბრდღვიალა. 
ისეთი გოგო , ეხლა რომ ახსნა დავიწყო აუცილებლად იფიქრებთ, რომ ეგეთი კარგი ვერ იქნებოდა და ამეტებსო, ასერომ უბრალოდ გეტყვით, ყველასგან განსხვავებული. 
აი ისეთი კარგი, რომ ეხლა მაგ ყველაფერზე ლაპარაკი რომ დავიწყო და ყოველ დღე ნუცაზე ვწერო, მაინც არ ამომეწურება საწერი და ვიფიქრებ , რომ რაღაც დამაკლდა. 
facebook იმის გარდა რომ ბევრ კარგ რაღაცას აკეთებს, ასევე რაღაც კატეგორია ხალხისთვის არის უაზრო აგრესიის და ნეგატივის ფრქვევის მექანიზმი. რისი მსხვერპლიც ხშირად მაია გამხდარა.
ასევე დედაჩემიც. 
იქიდან გამომდინარე რომ ვიცი ეს ყველაფერი რა რთულია ნუცა ოდნავ სხვანაირი წარმომედგინა.
მაგრამ მასში ალბათ ყველაზე განსაკუთრებული, რითიც აღფრთოვანებული ვიყავი და ალბათ ოდნავ შემშურდა ზუსტად ეს იყო .
ყველანაირი მასობრივი და საზოგადოებრივი კატეგორიებისგან შორს იდგა.
მივხვდი, რომ ამ ყველაფერს მის შინაგან სამყაროზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია.
ამ ყველაფერმა მისკენ მიმიზიდა და მივხვდი, რომ ბევრი საინტერესო რაღაც გვქონდა წინ.
ასევე რისი თქმაც დამავიწყდა არის ის, რომ ჩემი პარიზში გადასვლა ძალიან სპონტანური იყო. სანამ ჩავიდოდი, 10 დღით ადრე გადაწყდა. 
თებერვალში 10 დღე არდადეგები გვქონდა და სადღაც გავფრინდი.
სამშაბათს დავბრუნდი.
ოთხშაბათს დილით დამირეკეს და მითხრეს , რომ ნუცა ცუდად იყო. 
მის ბოლო წუთებში მომეცა იმის საშუალება რომ მასთან ერთად ვყოფილიყავი. 
ამის შემდეგ კი მას ისე ვგრძნობ და იმ დოზით არის ჩემს ცხოვრებაში როგორც ჩემი ნაწილი. 
სიკვდილი გვერძეა, და არა შორს. 
არ მჯერა, რომ რამე უაზროდ ხდება ამ ცხოვრებაში. 
მჯერა რომ შემთხვევითობაც არსებობს, მაგრამ ჩემი აზრით ეს შემთხვევა ძალიან შორსაა შემთხვევითობისგან.
მაია ასათიანი ცხოვრების მთავარი შეხვედრა წინ გელოდება "-წერს მარიამი 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები