1 4 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

‘’მე უარი ვთქვი საკუთარ ბიძაშვილთან ქორწინებაზე’’ - ქალი, რომელიც ეთნიკურ ტაბუზე ალაპარაკდა


აიშა 8 წლის იყო, როცა მისი 4 წლის ძმა გარდაიცვალა.  როცა გაიღვიძა აღმოაჩინა, რომ მისი სახლი ხალხით იყო სავსე. ამის შემდეგ, ერთი თვის განმავლონაში ელოდა პატარა ძმას, თუმცა მიხვდა, რომ ის აღარ დაბრუნდენოდა. ამ დღემ მის მეხსიერებაში ღრმა კვალი დატოვა.

აიშა ახლა 36 წლისაა. ძმის ტრაგედია ერთადერთი არ ყოფილა მათ ოჯახში. აიშას 2 წლის ასაკში გარდაეცვალა ტყუპისცალი ძმა. მის უფროს დას ტაჰირას კი სერიოზულოი პრობლემები აქვს სწავლის პროცესში. აიშას კიდევ ერთ ძმას კასიმს  24- საათიან მეთვალყურეობა ესაჭიროება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ეს ყველაფერი აიშას ოჯახის ტრაგედიაა. მწუხარება წარმოუდგენლად დიდია.

აიშა ოჯახური ტრაგედიის მიზეზებზე ალაპარაკდა. მან ეთნიკურ ტაბუზე ისაუბრა. ის დაავადებების და სიკვდილიანონის მიზეზად ნათესაურ ქორწინებებს მიიჩნევს, რასაც კვლევებიც ადასტურებს. აიშამ საკუთარ ბიძაშვილთან ქორწინებაზე მტკიცე უარი განაცხადა. მისი პაკისტანელი მშობლებიც ბიძაშვილები არიან. ცხადზე ცხადია, რომ ახლო ნათესავების ქორწინება იწვევს სწორედ იმ დრამატულ შედეგებს, რაც ბავშვების გენეტიკურ დარღვევებს უკავშირდება.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბრიტანეთში 20 პროცენტზე მეტი იმ ბავშვებისა, რომელთაც აღენიშნებათ კოგნიტური პრობლემები, არიან პაკისტანელები.

აიშა ნათესაურ ქორწინებაზე ამ მიზეზით ამბობს უარს და  პრობლემაზეც ხმამაღლა საუბრობს. ის მზადაა კრიტიკისთვისაც, რომელიც პაკისტანელებისგან მოელის. ის აცხადებს:’’ეს სიკვდილი-სიცოცხლის საქმეა. რასიზმი, ტერორისტული აქტები, ბრექსიტი,  რთულად მოსაგვარებელი საკითხებია, მაგრამ პაკისტანელმა ხალხმა უნდა მიიღოს კვლევის შედეგები. დიახ, დაავადებული შეიძლება იყოს თეთრი ბრიტანელი ადამიანიც, მაგრამ ვაღიაროთ, რომ პრობლემები მეტადაა გავრცელებული პაკისტანურ ოჯახებში. ტესტირება აჩვენებს, რომ ამ პრობლემების შემცირება შესაძლებელია.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები