1 4 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ბებიამისმა ვერ გაუძლო ბავშვის სიკვდილს და გულის შეტევით გარდაიცვალა"

ქუთაისში ოთხი წლის გოგონა ცხელი კერძის გადასხმის შედეგად გარდაიცვალა. 4 წლის გოგონას ცხელი კერძი საკუთარ სახლში, ერთი თვის წინ გადაესხა. ბავშვი დამწვრობის ცენტრში მოათავსეს, თუმცა ძლიერი დამწვრობის შედეგად, გუშინ გარდაიცვალა. 

ოჯახის წევრების თქმით, 4 წლის გოგონა თავის უმცროს დასთან ერთად თამაშობდა რა დროსაც მაგიდას დაეჯახა და ქვაბიდან ცხელი საჭმელი გადაესხა. 

„ბავშვი სახის ქვემოთ მთლიანად დამწვარი იყო, სავარაუდოდ, ორგანიზმმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. ვმკურნალობდით, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ. ერთი თვის განმავლობაში საავადმყოფოში გვყავდა. ბებიამისმა ვერ გაუძლო ბავშვის სიკვდილს და ის გულის შეტევით გარდაიცვალა“, - აცხადებს ოჯახის ახლობელი ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები