1 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ერთი-ორი თვეც აცალეთ და დიანა ჯოჯუაც მათია” - ნანუკა ჟორჟოლიანი დიმა ობოლაძის იმედში გადასვლას ეხმაურება

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია იმედის გუნდს ტელევიზიის დაბადების დღეს ულოცავს, სოციალურ ქსელში. ნანუკას  სტატუსს თავისი ფეისბუქ მეგობრები გამოეხმაურნენ.

"იმედელებო, გილოცავთ ტელევიზიის დაბადების დღეს. მაქაურობამ ნანუკას შოუ მომცა და როგორი კონკურენტებიც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის გისურვებთ წარმატებებს:) თქვენი არსებობა, ჩვენ გვაძლიერებს.

ადამიანებს, რომლებსაც ნანუკას შოუს შექმნაში მიგიღიათ მონაწილეობა განსაკუთრებით გილოცავთ✌️ იცოდეთ, მახსოვხართ და მადლიერი ვარ თქვენი,“ - წერს ნანუკა.

 

"ობოლაძე დაბადების დღის პონტში აჩუქეთ?“ - უწერს კომენტარს გიორგი ჩაფიძე

" ამხელა კომენტატორ კაცს რო სხვა შუადღეში დიასახლისებთან საჭორაოდ დასვამ წავა აბა რას იზამს- ეს არის ჩემი კომენტარი დიმა ობოლაძის წასვლაზე. დიმას აღარ ჰქონდა იმდენი დრო სპორტის თემაზე დათმობილი რუსთავი 2ზე, იმედმაც შეთავაზა დიმას და მის ადგილზე ალბათ ყველა დათანხმდებოდა„- წერს ერთერთი გამომწერი.

"ერთი-ორი თვეც აცალეთ და დიანა ჯოჯუაც მათია,“ - წერს ელენე ხურციანიძე

თავად ნანუკა ჟორჟოლიანი კი დიმა ობოლაძეს წარმატებებს უსურვებს. "წარმატებები დიმას,“ -წერს ჟურნალისტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები