2 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ყარამანაშვილებს ვერ ვიგლოვებ.. თუ გინდათ ჩამქოლეთ"- თინა ხიდაშელი

"რუსთავი 2"-ის საქმეზე თინა ხიდაშელი კომენტარს სოციალურ ქსელში აკეთებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"ყარამანაშვილებს ვერ ვიგლოვებ. თუ გინდათ ჩამქოლეთ. და ეს პოსტი ცოტა გრძელი იქნება. რუსთავი 2 კი მენანება მორიგ ჯერზე გამარჯვებული პარტიის მაამებელი ინსტურმენტობისთვის, ზუსტად ისე როგორც იმ დღეს ქიბარს ნადავლი რომ გადასცეს, და შემდეგ ხელიდან ხელში გადადიოდა.ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ ვიზეიმებ და ვერავის მოგილოცავთ. მით უფრო იმ ხალხს ვერ მოგილოცავთ მუდამ მის წართმევას და გადაკეთებას რომ გულშემატკივრობდით, ოთხმოცდაათიანებშიც, 2001-შიც, 2004-შიც და ეხლაც. არადა რამდენი ხართ ასეთი. სულ რომ ვინც მოვიდა გაუმარჯოს რეჟიმში ცხოვრობთ და ეს მაგარი ტელევიზია მუდამ თქვენს საამებელ ინსტრუმენტად გინდათ. დიახ, დღევანდელი რუსთავი 2 არ არის ჭეშმარიტების ფლაგმანი, ისე როგორც ტელევიზიების უმრავლესობა ჩვენშიც და გარეთაც. რუსთავი 2-ს პოზიცია აქვს, ზუსტად ისე როგორც 2003-ში ქონდა და ამ პოზიციის ფლაგმანია. არსებობს მარტივი ჭეშმარიტებები, რომელზეც დემოკრატიულ სამყაროში არ დაობენ. სწორედ ამ ჭეშმარიტებებს დაუპირისიპირდა ჩემი აზრით დღევანდელი დღე და სწორედ ამიტომ დამარცხდება დღევანდელი დღის თქვენი "მონაპოვარი".-- პარტიული / იდეოლოგიურად მიკერძოებული ტელევიზიები დემოკრატიული სამყაროსთვის ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენთან არის ყველაფერი გასაოცარი; ამიტომ ეს არგუმენტი იმდენად სასაცილო და აბსურდულია მგონი მისი თავიდან შემქმნელებიც აღარ იმეორებენ. -- საკუთრება ხელშეუხებელია და როდესაც ქვეყანაში თითქმის 10 წლის მანძილზე 10 ათასობით ადამიანს საკუთრებას ართმევდნენ, ათმობინებდნენ სახელმწიფოს ვალდებულებაა სამართლიანობის გაჩენა. თუმცა როდესაც 5 წლის თავზე სწორედ ამ საკუთრების უზენაესობის იდეით შეიარაღებული სახელმწიფო რამდენიმე ავტომობილს, 2-3 კერძო ბინას და ტელევიზიას აბრუნებს ეს შერჩევით მართლმსაჯულება და ანაგირშსწორებაა მეგობრებო. და დედამიწაზე ვერავის დაუმტკიცებთ საპირისპიროს. -- კიდევ უფრო მეტად შერჩევითობა და ანგარიშსწორებაა როდესაც სამართლიანობის აღდგენის პირველივე საქმეს, არა თავდაპირველი მესაკუთრის, არამედ ნადავლის მიმთვისებლის სასარგებლოდ გადაწყვეტ.-- კიდევ უფრო მეტად შერჩევითობა და ანგარიშსწორებაა როდესაც საქმეს იმავე პროკურორებს გამოაძიებინებ და სასამართლოში იმავე ხალხს აღაზევებ, ვინც იმ სისხლიანი 9 წლის მანძილზე სწორედ აფ ფრაზის "სისხლიან" ნაწილზეა პასუხისმგებელი. -- საშიშია ტელევიზია რომელიც ხელისუფლებას ემსახურება, ის პროპაგანდის ინსტრუმენტია. კარგი და საჭიროა ტელევიზია, საზოგადოების სიჯანსაღის მაჩვენებელია როდესაც ის ხელისუფლებას ამხელს და უხერხულობას უქმნის. -- და კიდევ ერთი, ეს ადრეც ხშირად მითქვამს, შემიყვარდა ეს გამოთქმა გაიხადეთ ფანჯარაში გარეთ 21-ე საუკუნეა, ინტერნეტის საუკუნე. ასეთი ელემენტარული ჭეშმარიტებების კიდევ გრძელი სია შემეძლო დამწერა, მაგრამ მგონი ამის წაკითხვაც დაგეზარებათ.P.S. იცით რომ მნიშვნელოვანი ამბის დროს დამალვა არ მჩვევია, ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ დავმალულვარ 17 მაისის, საყდრისის, მოსმენების კანონის, კაბელების და ტრაქტორების საქმის, მურუსიძის ხელახალი აღზევების და არც ერთ სხვა კრიტიკულ მომენტში. სამწუხაროდ დღეს ისეთი დღე მაქვს ამ სტატუსის გარდა არაფერი შემიძლია. ჩემი პოზიცია აქ არის."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები