1 9 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„იქნებ რამე ეწყინა? იქნებ მე დავაშავე?.. მოკლედ გამოსავალი არ არის“- ნახეთ რას წერს დეპრესიაში მყოფი თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს:

„როგორ ვიკლავთ თავს?

ოდესმე გიფიქრია იმაზე, თუ როგორ შეგიძლია ადამიანის მოკვლა იარაღის, საწამლავის და ფიზიკური მოქმედებების გარეშე ? პასუხი მარტივია. ადამიანის "შიგნიდან" მოკვლა სრულიად შესაძლებელია. ეს შენც შეგიძლია... მეც...თითოეულ ჩვენგანს....

 

ეს საშინელი ფიქრი მაშინ იბადება, როდესაც გიყვარდება. გიყვარდება უსაზღვროდ, უკიდეგანოდ, ფიქრის და საკუთარ თავზე ზრუნვის გარეშე. ამ დროს ადამიანს შენში შემოღწევის შანსს აძლევ. აძლევ იმის უფლებას რომ სულში გიფათუროს. მაგრამ მომავალზე არ ფიქრობ. შეიძლება სათუთად მოგექცეს და გრძნობას გრძნობითვე უპასუხოს,. მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მტკივნეული იქნება... ძალიან მტკივნეული. სამწუხარო ის არის, რომ ამ დროს საკუთარ თავს ვერ შველი, ფიზიკურად არ გამოგდის, ვერც ახლობლები გეხმარებიან. მოკლედ გამოსავალი არ არის. ან ანალოგიური გრძნობით გპასუხობენ, ან ნელნელა თავის მოკვლას იწყებ. შიგნიდან კვდები მაშინ, როდესაც სულ ტყუილად ელოდები ესემესს, ზარს, კარში გასაღების ხმას. შემდეგი ეტაპი საკუთარი თავის დადანაშაულებაა. იქნებ რამე ეწყინა? იქნებ მე დავაშავე? საბოლოოდ მაინც დავიწყებას დაიწყებ. ტირილით, სასმელით, მეგობრებთან ფსევდოგართობით, სიბნელეში მარტო ჯდომით, წოლით, სიჩუმით. მერე კარგად გახდები, მაგრამ ცოტა ხნით..... მოსვენებას არ მოგცემს იმაზე ფიქრი,რომ გიყვარს, გიყვარს არასწორად. გიყვარს ის, ვინც არ უნდა გიყვარდეს.

ზუსტად ამ დროს ხვდები,რომ შინაგანად მკვდარი ხარ. აი ასე იკლავ თავს!!! არასწორად შერჩეული ადამიანის გულისთვის. გკლავს ის გრძნობა, რომელიც სიცოცხლის მიზეზს გაძლევდა. გკლავს ის, ვის გამოც ცოცხლობდი.

ორი გზა რჩება: ერთნი ფრენას ირჩევენ. სხვები გულს ნაკუწნაკუწ აწეპებენ და ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ღირდა. "ის" კი არ ღირდა, არამედ ის, რომ თავიდან დაიბადე და რომ ახალი "მე" წინაზე უკეთესი იქნება“- წერს მუსერიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები