2 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნახეთ რას წერს ლევან ჯიბღაშვილის დედა რძალზე- „მაპატიე რომ ამ ყველაფერს მამა არ გეუბნება!“

მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი დაქროწინდა. ნახეთ რას წერს  დედამისი სოციალურ ქსელში „დეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
დღეს ადგილს ვრ ვპოულობ! სხვა რამის სათქმელად დაგირეკე და ათასი სისულელე ვიბჟუტურე! ხან ვტირი, ხან მიხარია! უჩვეულოდ ვნერვიულობ! ჩემს სიცოცხლეში პირველად არ ვიცი საიდან დავიწყოო! მთელი ცხოვრება, შენს გარემოცვაში, ყველანაირი სტატუსის მქონე, ქალთა და გოგონათა სიმრავლის მიუხედავად არასოდეს მინახავს შენს თვალებში ის სიყვარული რითიც ნინიკოს შეჰყურებ! მე დედა ვარ და ყველაზე კარგად გიცნობ!! მთელი ცხოვრება ველოდებოდი რომ ერთხელაც ასე შეგიყვარდებოდა და ეს იქნებოდა ის რაც ახლა გჭირს! ბედნიერებას ახსივებ!!! სულ ამას ვლოცულობდი მინდოდა სიყვარულით სავსე ოჯახი გქონოდა და მადლობა უფალს ! მისმინა ღმერთმა !!
და დღეს, შენ, შენივე არჩევანით, და დიდი სიხარულით მთავრდები , როგორ მხოლოდ ჩემი შვილი და ჩემს შვილობას ზედ კიდევ , მთელი ცხოვრების მანძილზე მხრებით სატარებელ უდიდეს ჯვარს იმატებ, ნინიკოს მამას უნდა კაცურად მისცე სიტყვა რომ ყველაზე ბედნიერი ქალიშვილის მამად აქცევ!!! და ეს ბედნიერება მისი შვილისადმი შენი უსასრულო და უსაზღვრო სიყვარული იქნება!

ქმარი!!!!!!!! არც კი ვიცი ამ სიტყვის მნიშვნელობა იცი თუ არა!!!

მამა !!! ეს კი ზუსტად ვიცი რომ არ იცი რას ნიშნავს! ამიტომ შეიძლება ვერ გაიგო რას იგრძნობს ნინიკოს მამა!!! დეეეე!?? იცოდე ეს კაცისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე დღეა და გემუდარები არაფერი შეგეშალოს! მაპატიე რომ ეს მამამ ვერ აგიხსნა!?? მაპატიე რომ კაცობა არავის უსწავლებია შენთვის და მიუხედავად ამისა სულ პატარაობიდანვე კაცობის ყველა ტესტი უშეცდომოდ ჩააბარე! შენ უფალმა წყალობა არ მოგაკლო და პაპოკოც დაგეხმარა და დღემდე ხარ საუკეტესო შვილი, კიდევ უფრო კარგი შვილიშვილი!! მოსიყვარულე ძმა ! ერთგული მეგობარი ! კარგი ბიზნესპარტნიორი!! და დეეეეე არც აქ შეგეშლება მჯერა! რასაც იტყვი ეს სამუდამოდ ასე უნდა იყოს!

ოჯახი ყველაზე აღმატებული ფასეულობაა და ყველასა და ყველაფრის მიმართ დიდი პასუხისმგებლობა იწყება დეეე!ამბობენ როცა შვილისთვის ეს ეტაპი დგება ,დედა ეგოისტდებაო! არ დაიჯერო მე ეს არასოდეს დამემართება! მე და შენ დიდი სიყვარული ვართ და პირველობა არ მჭირდება ! მე მთელი ცხოვრება ვიქნები დედა ! შენი ცხოვრების პირველი ქალი კი სულ ყოველთვის შენი ცოლი უნდა იყოს! მაპატიე ვიცი რომ საუკეტესო დედა არ ვარ! მაგრამ ერთი იცოდე რაც შემეძლო თავი არასოდეს დამიზოგავს და ასე იქანებ სიცოცხლის ბოლომდე!
ქმრობა ეს არის, კაცობა აღმატებულ ხარისხში და ამას ვერავინ ვერ გასწავლის!!! დამპირდი რომ ყველაზე ლამაზი ოჯახი გექნება! ხომ, არასდროს ვერეოდი შენს პირადში ამის მერე ჩავერევი და ნინიკოს მხარეს ვიქნები!!!) მაპატიე რომ ამ ყველაფერს მამა არ გეუბნება!!!! და არ დაგავიწყდეს შენ ჩემი, ყველაზე წმინდა სიყვარულის ულამაზესი გაგრძელება ხარ და შენით სიამაყე უნდა გამიასმაგოს შენმა გადაწყვეტილებამ!

მიუხედავ უამრავი ოჯახური სირთულისა მე მხოლოდ ნინიკოს ბედნიერებას უნდა ვუყურო!
შენი შვილები კი ყველაზე მაგარი მამით უნდა ლაღობნენ მუდამ!
ღვთის მადლი და წყალობა იყოს ჩვენი ცხოვრების, სიყვარულის და ბედნიერების თანამგზავრი!
P.S.ხოოო..... ვიხუმრე შვილებს გაგიზრდი!!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები