0 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რომელი ზოდიაქოს ნიშნები გამდიდრდებიან და გაკოტრდებიან 2017 წელს?

ვერძი - ამ ადამიანებს შეუძლიათ უთავბოლოდ ხარჯონ ფული. სამწუხაროდ, ვერძი იმ ზოდიაქოს ნიშანს მიეკუთვნება, რომეთაც მაიმუნის წელი გაკოტრებას უქადის. წლის დასაწყისიდანვე შეეცადეთ არ ფლანგოთ თანხა და მცირე დანაზოგი შეაგროვოთ, თორემ წლის ბოლოს ფინანსურად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით.

 

კურო - მშრომელი და ხელმომჭირნეა. წელს თქვენ თუკი რაიმე ბიზნესს წამოიწყებთ, ის აუცილებლად იქნება წარმატებული. მაიმუნის წელი თქვენთვის ბარაქის მომტანი იქნება.

 

ტყუპები - ტყუპებს აქვთ უნარი ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთონ. ბიზნესშიც ასეა, თუმცა ამის გამო ხშირად არ უმართლებთ. ასტროლოგები ურჩევენ, რომ კონცენტრაცია მხოლოდ ერთ საქმეზე მოახდინონ, თუკი ასე მოიქცევით წარმატება არ დააყოვნებს და შეიძლება წლის ბოლოს მილიონრადაც მოგვევლინოთ.

 

კირჩხიბი - კირჩხიბს ფული უყვარს, თანაც ძალიან. ის შემგროვებელია, თუმცა არ იცის როგორ უნდა დააბანდოს, რათა შემდეგ დიდი სარგებელი ნახოს. ის ფული, რომელიც შეგროვებული გაქვთ თუ საქმეში არ ჩადეთ, დაგეხარჯებათ და გაკოტრდებით. ამიტომ ჯობს თანხა გამოიყენოთ და ბიზნესით მასზე გაცილებით მეტი იშოვოთ.

 

ლომი - ლომს შრომა ეზიზღება. მისი წარმატება მხოლოდ იღბალზეა დამოკიდებული. ვარსკვლავები კი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს 2017 წელს იღბალს უქადიან. წელს თქვე საჭირო დროს, საჭირო ადგილს აღმოჩნდებით და შემოსავალი გაგეზრდებათ.

 

ქალწული - ზოდიაქოს ყველაზე ფულისმშოვნელი ნიშანია. ქალწულისთვის 2017 წელი არ იქნება ფინანსურად დიდად გამორჩეული, თუმცა ასეთ შრომისმოყვარეს, არც გაღარიბება ელის.

 

სასწორი - არცთუ ისე შრომისმოყვარე ბრძანდებით, თუმცა ხარჯვა გიყვართ. ჯობს 2017 წელს უფრო მეტად მოინდომოთ, თორემ გაღარიბება არ აგცდებათ.

 

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, დიდი ქონების დაგროვება არცთუ რთული საქმეა. მთავარია მათ ეს ნამდვილად მოინდომონ. მორიელისთვის 2017 ფინანსურად წარმატებული წელია.

 

მშვილდოსანი - მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა 2017 წელს შსაძლოა დიდი რაოდენობით ფული იშოვონ. იღბალი თქვენს მხარესაა. ყველა საქმე, რასაც კი ხელს მოკიდებთ წარმატებული იქნება. ნუ შეგეშინდებათ რისკების.

 

თხის რქა - 2017 მისთვის ვერ იქნება სუპერ წარმატებული, თუმცა არც გაკოტრება ელის. ეს იქნება სტაბილური შემოსავლის წელი.

 

მერწყული - 2017 წელს მერწყულებს ინტუიცია შესუსტებული აქვთ, ამიტომ ფულს ინტუიციაზე დაყრდნობით ნუ დააბანდებთ. ყველაფერი წინასწარ კარგად გათვალეთ.

 

თევზები - თევზებისვის 2017 არც ისე წარმატებულია, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარი. ამიტომ ფრთხილად, როცა ფულს საქმეში აბანდებთ. შეიძლება მწარედ მოგატყუონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები