0 4 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

20 წლის შემდეგ P.S.-ის წამყვანს გიორგი გაბუნია შეცვლის - ასე დაემშვიდობა კიკალიშვილი მაყურებელს

20 წლიანი უცვლელი წამყვანის შემდეგ გადაცემა პოსტსკრიპტუმს პირდაპირ ეთერში ახალი სატელევიზიო სეზონიდან ჟურნალისტი გიორგი გაბუნია წარადგენს. დავით კიკალიშვილმა ესტაფეტა დღეს გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერში გადააბარა.

კიკალიშვილი საცხოვრებლად უცხოეთში მიემგზავრება და დღეს მისი ბოლო პოსტსკრიპტუმი იყო.

„პირადი ხასიათის მიზეზის გამო მე პოსტსკრიპტუმის ავტორი და წამყვანი აღარ ვიქნები და საქართველოშიც აღარ ვიცხოვრებ. მიჭირს ამ სიტყვების თქმა რადგანაც 20 წელზე მეტია მე და თქვენ, რუსთავი 2-ის არხზე, კვირას, საღამოს 9:00 საათზე პოსტსკრიპტუმის ეთერში ვხვდებით. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გადაგხვდა თავს და ვგონებ ძალიან დაგვაახლოვა. ვერ ვიტყვი რომ ყოველთვის ვამართლებდი თქვენს მოლოდინებს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ბევრი კარგიც იყო ამ 20 წლიან მეგობრობაში. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებსა და კოლეგებს, ვერც კი ვანსხვავებ მათ ერთმანეთისაგან, მათ ვინც დიდი თმენითა და სიყვარულით გვერდში მედგა ამ დროის განმავლობაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თქვენ ხართ - პოსტსკრიპტუმის მაყურებელი! თქვენი ერთგულებისა და ყურადღების გარეშე პოსტსკრიპტუმის ისტორია ვერ შედგებოდა. ამისათვის კი უღრმესი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ ეს მეგობრობა გაგრძელდება რადგანაც ამ გადაცემაზე ნიჭიერი და თავის საქმეზე შეყვარებული პროფესიონალები მუშაობენ. ჩემს ადგილს კი ამ სტუდიაში გიორგი გაბუნია დაიკავებს,”- უთხრა დღეს მაყურებელს დავით კიკალიშვილმა.


ვიდეო -http://rustavi2.com/ka/news/63724

კომენტარები

მსგავსი სიახლეები