0 4 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები, პროექტები. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საღამოს მეგობრებს შეხვდით, დღესასწაული მოაწყვეთ. 

კურო
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და მათი დახმარებით პრობლემებსაც მოაგვარებთ. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. საღამო შინ გაატარეთ. 

ტყუპი
საინტერესო შეხვედრებისა და სიურპრიზების დღე გელით. მაგრამ წარმატებამ თავბრუ არ დაგახვიოთ. საღამოს შინ მიიპატიჟეთ დიდი ხნის უნახავი ახლობლები. 

კირჩხიბი
საქმეები კარგად მიგდით, ახლობლები თქვენს ნებისმიერ სურვილს შეასრულებენ. საყვარელი ადამიანი ჭირვეულობს და დროა, მეტი მზრუნველობა გამოავლინოთ მის მიმართ. 

ლომი
კარგი დღეა ახალი საქმეების, პროექტების დასაწყებად. პრობლემები თავისით დარეგულირდება. გამონახეთ დრო და შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს, მეგობრებს. 

ქალწული
სამსახურის საქმეებს, ვალდებულებებს წარმატებით გაართმევთ თავს და უფროსის შექებასაც დაიმსახურებთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან. ზოგიერთს სამსახურებრივი რომანის დაწყება ელის. 

სასწორი
წარმატებული დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უფროსთან და მისი მხარდაჭერით ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ. ზოგიერთს დაწინაურება, მატერიალური ჯილდო ელის. 

მორიელი
კონკურენტებს ჩამოიშორებთ და პროფესიულ წარმატებას მიაღწევთ. მეგობრებთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ. საქმეების მიუხედავად მოიცალეთ და საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

მშვილდოსანი
ნუ გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას მომავლისთვის. ფორტუნა წარმატებასა და საჩუქრებს გპირდებათ. ზოგიერთს საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს მოუმზადებს. 

თხის რქა
თუ არ იზარმაცებთ, ყველა საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს. იყავით მეტად მიზანდასახული და მიზანსწრაფული. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. 

მერწყული
ნუ შეიცვლით გეგმებს. სირთულეების გამო ჩანაფიქრის განხორციელებაზე უარს ნუ იტყვით. საქმეების გამო მეგობრებთან შეხვედრაზე წასვლას თუ ვერ შეძლებთ, ისე უთხარით, რომ გული არ ატკინოთ. 

თევზები
წარმატებული დღე გელით. გამოიყენეთ ყველა საშუალება სასურველის მისაღწევად. სამსახურში გამოავლინეთ ინიციატივა. პირად ცხოვრებაში მეტად უნდა ენდოთ საყვარელ ადამიანს. მან იცის, რასაც აკეთებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები