0 3 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,9 კილო მოვიმატე"- ნანუკა ჟორჟოლიანი ისევ გასუქდა

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში "სტატუსს" აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


"უსიგარეტობის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ უნდა მოგიყვეთ. უარყოფითით ვიწყებ.

9 კილო მოვიმატე. სამი თვე ფაქტიურად შეუძლებელი იყო მადის კონტროლი. თუ ძალიან მშიერი ვიყავი, ადამიანების ჭამაზეც გადავდიოდი. :D

სამაგიეროდ უკვე დავიწყე კლება და ახალ წლამდე მომატებულ წონას საბოლოოდ დავემშვიდობები.

უსიგარეტობამ შემაძლებინა ვარჯიში. (ცხოვრებაში პირველად სხვათაშორის) ეს ორი ერთად კი ცხონებაა ორგანიზმისთვის.იმდენი ენერგია მაქვს სად წავიღო არ ვიცი. :D

კარგად ვსუნთქავ. ნიკოტინი რომ აღარ გროვდება ფილტვებში, დილით უხერხული ხველება აღარ მაწუხებს.

მომიწესრიგდა ძილი.

დამიბრუნდა გემო, რომელიც აღარც კი მახსოვს როდის დამეკარგა:)

ამბობენ, რომ 6 თვეში კანზეც ვიგრძნობ.

მიუხედავად იმისა რომ სიგარეტის სუნი უკვე მეც ძალიან მაწუხებს, არასწორია მოწევის აკრძალვა კაფეებში და რესტორნებში. ჩემი უფლებების დაცვით, სხვისის დარღვევა სიგარეტის მოწევაზე ნაკლები მავნებლობა არ მგონია:)

P.s. არ შეგაშინოთ წონის მომატებამ. როგორც კი თქვენი ორგანიზმი შოკიდან გამოვა და ჯანსაღ გარემოს აღიქვამს, წონაც იწყებს დარეგულირებას. ამიტომ თამამად დაანებეთ სიგარეტს თავი.

აბა თქვენ იცით. წარმატებები და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას"-  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები