0 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"სანამ დედიკოს მკერდი ტკივა...." მაგდა პაპიძის ემოციური წერილი ციხიდან მისი ნახატებით

მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე სოციალურ ქსელში თავისი დის ციხიდან გამოგზავნილი წერილების თაობაზე წერს. მისი თქმით, ის მაგდა პაპიძის ციხიდან გამოგზავნილი წერილებისგან ალბომის გაკეთებას აპირებს.

„რა საოცარია ეს წინათგრძნობა! დილიდან აფორიაქებული ვარ და აი წერილები ციხიდან …ისევ შოკი…ისევ სტრესი …ისევ განცდები… როგორ გადავიტანო უშენოდ ეს წერილები მითხარი მაგდა როგორ ….გავაკეთებ ალბომს და ყველამ ნახოს გული ხომ უტყუარია …იმას გადმოცემს შენი გული რასაც ღამეები განიცდი საკანში… მე მჯერა შენი მაგდა მილიონი პროცენტი მჯერა ამ წერილების…ფურცლებს ციხის სუნი ასდის….მე ისევ მოვკვდი ახლა, როცა ფოსტიდან ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა დიდი სქელი კონვერტით და ძალიან შეწუხებული სახით მკითხა: ” მაგდას და ხართ? – დიახ…ცუდი ხომ არაფერია ვკითხე და უნდა დაგანაღვლიანო დაიკომ წერილები გამოგიგზავნათო….”ეცა ლიზი კონვერტს და სახე გაეყინა დედიკო ნახე როგორი წერილებია ნახატებითო… მე არ ვიცი მაგდა მე აქ მიჭირს გაძლება და შენ თუ უფალი არ გაძლებინებს აბა როგორ გინდა ათიო ღამეები უშვილოდ და ყველას გარეშე… მე სანამ პირში სული მიდგია შენთან ვარ და ხომ შეგპირდი სულ შენთან ვიქნები იმიტომ, რომ ჩემი ხარ ! ჩემი სისხლი და ხორცი ხარ !!! მიყვარხარ და წერილებში შენი ჩვეული ტერმინებით მელაპარაკები, ყოველი მესამე სიტყვაში მე მახსენებ… ლანა …ლანა…ლანა…. ჰოოო ამ ლანას ჯერა შენი მაგდა!“ – წერს ლანა პაპიძე.

„მაგდა მწერს…. ის მკერდი მტკივა მარცხენა რომლითაც ვაჭმევდი თოკოს რძესო… მე მახსოვს თოკო მეორე ძუძუს არ იდებდა პირში და მხოლოდ მარცხენას ჭამდა… მე ვუთხარი მაგდას ერთხელ მარცხენას იმიტომ რომ გულთანაა ახლოს თქო… მე ამას ძალაინ განვიცდი… ვინ რა იცის ხალხო რა განცდებია საკუთარი დისთვის ეს ….მეც იგივეს განვიცდი…“- წერს ლანა პაპიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები