1 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სხვა დღისთვის გადადეთ უძრავი ქონების შეძენა. საოჯახო საქმეები თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. შანსი მოგეცემათ საყვარელ ადამიანთან უსიამოვნებები მშვიდად მოაგვაროთ. 

კურო
ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას კოლეგებთან. მხოლოდ თქვენი ვალდებულებები მოაგვარეთ და არ ჩაერიოთ გარშემო მყოფების საქმეებში. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

ტყუპი
საქმეებში წარმატება მხოლოდ თქვენს მონდომებასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული. მეტი ყურადღება გმართებთ ოჯახის წევრების მოთხოვნების მიმართ. ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. 

კირჩხიბი
უკეთეს ცხოვრებაზე, კარიერულ წინსვლაზე თუ ოცნებობთ, გააქტიურდით. თუ გარშემო მყოფებს (მეუღლე, კოლეგა) რაღაც არ მოსწონთ თქვენს ქცევაში ეცადეთ, გამოასწოროთ. კარგია მასაჟი, ვარჯიში. საყვარელ ადამიანთან ერთად საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

ლომი
ახლობლები ოპტიმიზნით აგავსებენ. მეტ ყურადღებას ითხოვენ თქვენგან პატარები. მეტად გააქტიურდით წარმატების მისაღწევად. შეამცირეთ კოფეინის რაოდენობა. კარგია დილაობით სირბილი. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

ქალწული
დაასრულეთ ადრე დაწყებული საქმეები და დაფიქრდით სამომავლო პროექტებზე. კარგია ვარჯიში, იოგა. ნათესავების მიმართ მეტად კორექტული და კეთილგანწყობილი უნდა იყოთ. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

სასწორი
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ცოტა ხანში ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებს. 

მორიელი
არასწორად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. ყურადღება გმართებთ საქმიანი მოლაპარაკების დროს. საყვარელ ადამიანს კარგ განწყობაზე შეხვდით. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

მშვილდოსანი
მომავალი კვირისთვის გადადეთ ყველა სამსახურის საქმე და დაისვენეთ. მოაწესრიგეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი. მეტი დრო გაატარეთ ადამიანთან, რომელიც გაბედნიერებთ. 

თხის რქა 
საქმიან პარტნიორებთან ტაქტიანად მოიქეცით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. იუმორი და ღიმილი ყველა უსიამოვნებას განმუხტავს. მოერიდეთ სიტუაციის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. 

მერწყული
ყველაფერი თქვენს ხელთაა, ამიტომ უსაქმოდ ნუ გაჩერდებით. იმოქმედეთ, სასურველ შედეგს მიაღწევთ. ზოგიერთს მოულოდნელი შეხვედრა ელის ნათესავებთან. კარგია ვარჯიში, იოგა. რომანტიკული ნაცნობობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს. 

თევზები
ახალი იდეები და გეგემები მხოლოდ განიხილეთ, ახალი საქმეები არ წამოიწყოთ. დაასრულეთ უკვე დაწყებულები. მოიწესრიგეთ კუჭ-ნაწლავის სისტემა. კარგი დღეა განტვირთვის მოსაწყობად. ზოგიერთს ცხოვრების მომავალ თანამგზავრთან ელის შეხვედრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები