1 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შოკისმომგვრელი ავარია ქუთაისი-სამტრედიის გზაზე - ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა ოთხი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი მეუღლესთან ანანო ბუაძე  ერთად ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. "მერაბ კვირიკაშვილი თავის ქალის ზედაპირული ტრავმით ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება მის მეუღლეს, ის მრავლობით ტრავმებით სამტრედიის საავადმყოფოში მოათავსეს", - განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის გამოძახებების მართვის ხარისხისა და სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მოხდა. ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ოთხი. თვითმხილველების განცხადებით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულთა შორის კიდევ ერთი ქართველი მორაგბე, "ლელოს" წევრი გიორგი ლომინაძეა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები