მსოფლიო
თურქეთის პარლამენტში ევაკუაცია გამოცხადდა
2016-07-18 17:18:07
თურქეთის პარლამენტის შენობაში, რიომელიც ანკარაში მდებარეობს, ევაკუაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Independent ავრცელებს.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ვეკუაციის მიზეზი უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილი პრობლემები გახდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პარლამენტის სახალხო-დემოკრატიული პარტიის წევრმა, ზიაია პირმა (Ziya Pir), განაცხადა, რომ ევაკუაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც შეატყობინეს, რომ დეპუტატებზე თავდასხმა იგეგმებოდა.
სხვა დეტალები ჯერჯერობთ უცნობია.
პარლამენტის შენობა იყო ერთ-ერთი ის მთავარი სტრატეგიული ობიექტი, რაზე ამბოხებულებმა შეტევა განახორციელეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შენობა დაბომბეს, დეპუტატებნა შაბათს სახურავჩამოშლილ დარბაზში შეკრება მაინც მოახერხეს.
კომენტარები