მსოფლიო
ჯონ კერი საქართველოშია
2016-07-06 13:00:09
აშშ-ის სახელწმიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. კერის აეროპორტში მისი ქართველი კოლეგა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები და დიპლომატიური წარმომადგენლები დახვდნენ.
ცნობისთვის, ჯონ კერი სახელმწიფო მდივნის სტატუსით საქართველოს პირველად ეწვია, მანამდე იგი 2008 წლის ომის შემდეგ იყო საქართველოში, სენატორის რანგში. 2012 წელს ჰილარი კლინტონის ვიზიტის შემდეგ კერი პირველი ასეთი მაღალი რანგის სტუმარია აშშ-დან.
საინტერესოა, რომ კერის ვიზიტი ემთხვევა ვარშავის სამიტსა და წინასაარჩევნო პერიოდს საქართველოში.
მთავარი სასაუბრო თემები თავდაცვა და უსაფრთხოება, მომავალი არჩევნები, ნატო-ს სამიტის წინ ქვეყნისათვის არსებულ მოლოდინები და მედიაპლურალიზმი იქნება.
საქართველოს გარდა დაგეგმილია ჯონ კერის ვიზიტი უკრაინაში. შემდეგ კი ის ვარშავაში ნატო-ს სამიტს დაესწრება.
["პრესა.ჯი"]
კომენტარები