მსოფლიო
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები სააპელაციო სასამართლოსთან იკრიბებიან
2016-05-31 11:09:18
სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე მორიგი პროცესი უნდა დაიწყოს. არ არის გამორიცხული, კოლეგიამ დღესვე გადაწყვეტილება გამოაცხადოს.
ტელეკომპანიის ადვოკატები მიმდინარე პროცესის ფორსირებულ რეჟიმში წარმართვაზე ამახვილებენ ყურადღებას.
მხარდამჭერებთან ერთად, სასამართლოსთან უკვე დაწყებულია პოლიციის მობილიზებაც.
10:30 საათზე უნდა დაიწყოს სასამართლო პროცესი, სადაც გაგრძელდება საქმის არსებითი განხილვა. თავდაპირველად, საკუთარ სააპელაციო პოზიციას თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე ჩამოაყალიბებს ტვ საქართველოს იურისტი.
ამის შემდეგ კომპანიის მფლობელების - ძმები ყარამანაშვილების ადვოკატი ისაუბრებს. სასამართლოზე გამოვა ასევე ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელიც.
http://rustavi2.com/ka/news/48174
კომენტარები