მსოფლიო
დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი- სადღესასწაულო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გაიმართება
2016-05-26 11:03:45
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი 26 მაისს, ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
თბილისში საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით გაიხსნება. დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით ასევე მოეწყობა ყვავილების ფესტივალი. 13:00 საათზე კი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასხლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დროის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს.
მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მისულ მოსახლეობას მოძრაობის თეატრის პერფორმანსისა და პანტომიმის თეატრის მსვლელობის, ისტორიული ექსპონანტების გამოფენის, ქუჩის თეატრის პერფორმანსის, ”ბასტი ბუბუს” კონცერტის ნახვისა და სხვა გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.
20:00 საათზე კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვნა საზეიმო გალა-კონცერტით დასრულდება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან. გალა-კონცერტი ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქში გაიმართება, გარდა ზუგდიდისა.
ასევე ტრადიციულად 26 მაისს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ყველა სახელმწიფო უწყების სტენდი განთავდება, სადაც სამინისტროები უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციას წარადგენენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე ასევე თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებული ტექნიკა გამოიფინება.
კომენტარები