მსოფლიო
,,მთელი ბოტანიკური ბაღი უყიდია და საკუთარ ეზოდ გადაუკეთებია ბატონს"
2016-04-26 11:18:52
ბიძინა ივანიშვილმა, თბილისის მერის, დავით ნარმანიას ხელშეწყობით, დედაქალაქის ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული 40 000 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი მიისაკუთრა.
ინფორმაციას ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ირაკლი აბესაძე ავრცელებს.http://www.itv.ge/?m=16&CID=40305
აღნიშნულ თემას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელით გამოეხმაურა:
რა დროს ქერის უბანია. მთელი ბოტანიკური ბაღი უყიდია და საკუთარ ეზოდ გადაუკეთებია ბატონს. ნარმანიას განკარგულების საფუძველზე.
ბატონო პრეზიდენტო, ამ ყველაფრის ფონზე, ყოფილი მერი , პარტიული აქტივის დასაქმებისთვის რომ ზის ციხეში მაგრად ტეხავს.
კარგად მოიკითხეთ რაც გაქვთ. ბატონმა რამე თქვენიც ხომ არ მიიერთა.
კომენტარები