1 4 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი 
კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად. ახალი პროექტები და ახალი პარტნიორები მომავალში წარმატებას მოგიტანენ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სპექტაკლს ან კინოსეანსს დაესწარით. 

კურო
კვირის ყველაზე იღბლიანი დღეა. შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერი ჩანაფიქრი, იდეა. დაიწყოთ ვარჯიში. მსუბუქი ფლირტი კი განწყობას გაგიუმჯობესებთ. 

ტყუპი
განვითარების, ახალი საქმეების დაწყების დღეა. ზოგიერთი ბიზნესს გააფართოებს, ზოგიც პირველ ნაბიჯს გადადგამს ამ სფეროში. კარგი დღე ელით წერილებთან, დოკუმენტებთან მომუშავე ნიშნებს. 

კირჩხიბი
საქმეების დაწყება გაგიჭირდებათ. ისევ დასვენებისა და კოლეგებთან ურთიერთობისკენ გაგირბით გონება. მსუბუქ განწყობაზე ხართ და კონფლიქტს საყვარელ ადამიანთანაც აირიდებთ და გარშემო მყოფებთანაც. 

ლომი
აქტიური დღე გელით ყველა სფეროში. საქმეებისა და შეხვედრების მიუხედავად, არ დაგავიწყდეთ კვირის გეგმის ჩამოწერა და მაქსიმალურად ხშირად შეეხმიანეთ საყვარელ ადამიანს. სასურველია, საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. 

ქალწული
ორშაბათს მეტი სიყვარული და ყურადღება უნდა გამოავლინოთ დეტალებისადმი. მოერიდეთ კამათს უფროსთან, კოლეგების მიმართ - კრიტიკას. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. კარგი დღეა საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად, საღამოს პარკში გაისეირნეთ, აზრები დაალაგეთ. 

სასწორი
მსუბუქი დღე გელით. მარტივად მიაგნებთ ყველა საჭირო ინფორმაციას, შეასრულეთ დაკისრებულ მოვალეობას. ცუდი დღეა ვარცხნილობის შესაცვლელად. 

მორიელი 
აქტიური დღე გელით. თუ ახალი პროექტის განხორციელება გსურთ, არ დააყოვნოთ, წარმატება თქვენ მხარესაა. გულის გადასაშლელად ერთგული მეგობარი შეარჩიეთ. 

მშვილდოსანი
აქტიური მოქმედებების დრო დაგიდგათ. კარგი დღეა ახალი პროქტების დასაწყებად, საქმიანი შეხვედრებისთვის. უმჯობესია, ახალი საქმეები, გამოცდილი ადამიანების ჯგუფთან ერთად დაიწყოთ. საღამოს სუფთა ჰაერზე ფეხით გაისეირნეთ. 

თხის რქა
კარგი დღეა პროფესიულ კურსებსა და სემინარებზე დასასწრებად. ახალი საქმეების დასაწყებად. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. მოსალოდნელია საინტერესო ადამიანების გაცნობა. საღამოს შინ ნუ გაატარებთ, კულტურულ ღონისძიებას დაესწარით. 

მერწყული
კარდინალური ცვლილებების დღეა. ოცნებიდან მოქმედებაში უნდა გადახვიდეთ. ნუ შეგეშინდებათ ორიგინალური იდეების განხორციელება. დატვირთული, მაგრამ ნაყოფიერი დღის ბოლოს, საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. 

თევზები
აქტიური კვირის პირველი დღეა: საქმიანი შეხვედრები, ახალი პროქეტების დაწყება, მივლინებები გელით. თუ დროს სწორად გადაანაწილებთ, ყველაფერს მოასწრებთ. მოერიდეთ დაპირისპირებას უფროსთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები