სოც. მედია
ევა ბარბაქაძის 4 საათიანი ოპერაცია დასრულდა
2016-03-29 20:28:17
ევა ბარბაქაძეს დღეს მეორე ოპერაცია გაუკეთეს,რომელიც 4 საათი გრძელდებოდა. ოპერაცია სამედიცინო პერსონალმა მას მენჯ-ბარძაყსა და ხელის არეში ჩაუტარა. იაშვილის კლინიკის ექიმების განმარტებით,ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა.შეგახსენებთ,რომ გუშინ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს 9 საათიანი ოპერცია ხერხემალზე გაუკეთდა.
"იაშვილის კლინიკის ტრავმატოლოგთა გუნდის მიერ ჩატარებული 4 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში."- განმარტავენ იაშვილის ოფიციალურ გვერდზე.
კომენტარები