1 1 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დეკანოზი მამალაძისთვის 9 418 ლარის გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის 9 418 ლარის გადახდა დააკისრა.

სასამართლო საქართველოს მთავრობას მომდევნო სამ თვეში აკისრებს. სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვეულ იქნა კონვენციის რამდენიმე მუხლი.

 

„გამოძიების პროცესში სამხილების მოპოვებისა და მათი გამსაჩივრებლის წინააღმდეგ გამოყენების დროს მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ დარღვეულა. მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი დახურული სასამართლო პროცესის დროს დაირღვა. დარღვეულ იქნა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიც“.

დეკანოზის ერთ-ერთი ადვოკატის, დავით ჯანდიერის საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 3 წლის წინ გაიგზავნა, სწორედ, ეს დრო დასჭირდა საქმის განხილვას. ადვოკატი კონვენციის მე-6 საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას და მე-3 მუხლის წამების აკრძალვის სავარაუდო დარღვევას ასაჩივრებდა.

ცნობისათვის, ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. სამივე ინსტანციის სასამართლომ ის შურისძიების მოტივით „ციანიდის“ გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ცნეს დამნაშავედ და 9- წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მას 5 წელი უკვე მოხდილი აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები