0 2 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

თქვენ ახლა იმ საჭმელს ხედავთ, რომელსაც სიმწრით ვყრი ნაგავში ყოველდღე და თვალწინ ჩემი შვილები მიდგანან ხელებში რომ მიყურებენ, დე რა მოგვიტანეო

ფეისბუქ გვერდი  #არა მონობას ერთ-ერთი რესტორნის მომსახურე პერსონალის განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

თქვენ ახლა იმ საჭმელს ხედავთ ნაგავში გადაყრილს რომელსაც სიმწრით ვყრი ნაგავში ყოველდღე და თვალწინ ჩემი შვილები მიდგანან ხელებში რომ მიყურებენ დე რა მოგვიტანეო.
ბევრ რესტორანში მიმუშავია, სადაც ჭურჭელს ვრეცხავდი.სტუმრის მიერ მორჩენილი საჭმელი ხვდება მრეცხავების ხელში. წარმოიდგინეთ გვიკრძალავენ რომ ვიღაცის დატოვებული ლუკმა არ ავიღოთ და სახლში არ წავიღოთ! 

ბევრ რეატორანში გასვლისას დაცვა არამარტო ჩემს პირად ჩანთას არამედ ნაგავსაც კი ამოწმებს რომ იქ არ გქონდეს გადამალული საღი საჭმელი! და არ გაინტერესებთ რამდენს უხდიან ჭურჭლის მრეცხავებს? 12-16 საათი მუშაობ 20 ლარად. წარმოიდგინეთ თქვენ რომ რესტორაში მშვიდად ზიხართ და ერთობით, დედის ტოლა ქალები თვალცრემლიანები თქვენ დანატოვარ ლუკმებს ნაგავში ყრიან და იმის უფლება არ აქვთ რომ შვილებთან წაიღონ! თუმცა უნდა ვთქვა ისიც რომ ზოგ პატარა რესტორნებში მაძლევდნენ ხოლმე მორჩენილი საჭმლის წაღების უფლებას და როცა სახლში ეს საკვები ცოტა გეშველება და იმ დღეს ყიდვა აღარ გიწევს იმ 20 ლარზე მუშაობა ცოტათი გიღირს მაინც!

ეს ფოტო კი რესტორან მეტეხის ჩრდილშია გადაღებული.

ყოველდღე ასობით საჭმელი იყრება თბილისის რესტორნებიდან მაშინ როცა ხალხი შიმშილით ვიხოცებით და 15-20 ლარის გამო წელებზე ფეხს ვიდგამთ! ნუთუ არ შეიძლება სახლში გაგვატანონ, ქუჩაში დაურიგონ გაჭირვებულებს! ხალხო სხვის მორჩენილ ლუკმას გთხოვთ თქვენ ხომ არ გაცლით პირიდან !

კომენტარები

მსგავსი სიახლეები