0 2 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ღირსად აღარ მივიჩნევთ - წესით, უნდა წავიდეს თანამდებობიდან

 

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ - სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

კობახიძემ მოსამართლის კითხვის საპასუხოდ განმარტა, თუ რა მოტივაცია ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა იცის, პარლამენტში შესაბამისი რესურსი არ აქვს, ამოსავალი წერტილი არის ის, რომ „პრეზიდენტი, წესით, უნდა წავიდეს თავისი თანამდებობიდან“.

„იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 2022 წელსაც გავაკეთეთ პოლიტიკური განცხადება, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. მან 2022 წლის, თუ არ ვცდები აპრილში, მიმართა მთავრობას, რომ მიეღო თანხმობა ვიზიტებზე, მას ეთქვა უარი და პრეზიდენტმა მაინც განახორციელა შესაბამისი ვიზიტები, თუმცა მაშინ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიგვიღია, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც ეტაპზე ეს პრაქტიკა შეცვალა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ არღვევდა კონსტიტუციას. გადიოდა კონსულტაციებს და მოგვიანებით თანხმობაც მიეცა გარკვეულ ვიზიტებზე. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ. როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად.

თავიდანვე ვთქვით, რომ 100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს. გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ იმპიჩმენტის აღძვრის საბოლოო მიზანი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ პრეზიდენტი, წესით, უნდა წავიდეს თავისი თანამდებობიდან. ჩვენი მიზანი ეს იქნება და იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დადებით დასკვნას წარმოადგენს პარლამენტის წინაშე კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე, ყველა შესაბამისი დეპუტატი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადაყენებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განზრახვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები