1 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აქციის მონაწილეებმა საკრუიზო გემს და ავტობუსებს, რომლითაც რუსი მგზავრები გამოიყვანეს, კვერცხები და ბოთლები დაუშინეს

ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკრუიზო გემ „ასტორია გრანდეს“ კვერცხები და ბოთლები დაუშინეს.

მომიტინგეებმა კვერცხები და ბოთლები ესროლეს ასევე იმ ავტობუსებს, რომლითაც ლაინერის მგზავრები გამოიყვანეს. როგორც ისინი აცხადებენ, რუს ოკუპანტებს არ მისცემენ გადაადგილების საშუალებას.

ამ დროისთვის, ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა კვლავ გადაკეტილია. ადგილზე მოქალაქეები და სამართალდამცავები რჩებიან.

ცნობისთვის, აქციაზე  პოლიციამ სულ 23 ადამიანი დააკავა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმა ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები