0 2 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

არ მოატყუო ზამთარი - მოამზადე ავტომობილი „თეგეტა მოტორსის“ რჩევებით

გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თეგეტა მოტორსი“ საკუთარ მომხმარებელს კიდევ ერთხელ მოუწოდებს - ზამთრისთვის სამზადისს პასუხისმგებლობით მოეკიდოს.

ხშირად მძღოლები ავტომობილის სეზონური გამართვის მნიშვნელობას ვერ აღიქვამენ, არადა ცივ დღეებში უსაფრთხოდ და კომფორტულად გადასაადგილებლად ავტომობილის შესაბამისად მომზადება აუცილებელია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ძველი საბურავი სეზონის შესაბამისით ჩაანაცვლო, შეამოწმო აკუმულატორი, შეცვალო ანტიფრიზი და ზეთი, გამართო სამუხრუჭე სისტემა, შეამოწმო მაშუქი ფარები.

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისების მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი: თეგეტა მოტორსისთვის“, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლამდე სხვადასხვა ხერხით მივიტანოთ გზავნილი, რომ ავტომობილის მოვლა ყველა სეზონზე მნიშვნელოვანია. არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილის მიზანიც სწორედ ისაა, რომ მომხმარებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, ხარისხიანი საბურავები, გამართული აკუმულატორი, სამუხრუჭე სისტემა და შესაფერისი ზეთი არა მხოლოდ მათ კომფორტს, არამედ უსაფრთხოებასაც განაპირობებს.

გზებზე მოცურების რისკი, გართულებული ხილვადობა და დატვირთული გზები - ეს არის დაბრკოლებები, რამაც ზამთარში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. სწორედ ამიტომ ცივი ამინდებისთვის ავტომობილის განსაკუთრებული მომზადება აუცილებელია. ჩვენი სურვილია, მომხმარებელს დავეხმაროთ, შეხვდნენ ზამთარს მშვიდად და თავდაჯერებულად, რათა ყველა გზა უსაფრთხო და საიმედო გახდეს“.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ტემპერატურა იკლებს. რა არის აუცილებელი ავტომობილის სეზონის შესაბამისად გასამართად - რჩევებს „თეგეტა მოტორსი“ გაგიზიარებს.

ზამთრის საბურავები

საბურავი უშუალოდ გზის სავალ ზედაპირს ეხება და ჩვენი უსაფრთხოება დიდწილად სწორედ მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული. როცა ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, ზაფხულის საბურავები აუცილებლად უნდა შეიცვალოს. დაუშვებელია თოვლიან გზებზე არასეზონური ან დაზიანებული საბურავით გადაადგილება, რადგან ამით საფრთხეს როგორც საკუთარ, ისე საგზაო მოძრაობაში მონაწილე სხვა მძღოლებსაც უქმნი.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის საბურავს დაბალ ტემპერატურაზე სიხისტე ემატება და მოჭიდების უნარი ეკარგება. ყურადღება მიაქციე საბურავის წნევას – დაბალი ტემპერატურა მას ამცირებს.

საბურავების სეზონურობა დგინდება და კლასიფიცირდება საბურავების მწარმოებლის რეკომენდაციებით. ზამთრის საბურავის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციო, რომ გვერდითა კედელზე დატანილი იყოს მთაში ჩახატული ფიფქის სიმბოლო. მნიშვნელოვანია, რომ, ახალი რეგულაციის მიხედვით, ფიფქის სიმბოლოსთან ერთად, მეორე საგულისხმო ფაქტორია პროტექტორის სიმაღლე, რომელიც მსუბუქი ავტომობილისთვის უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ. ასევე საბურავზე უნდა იკითხებოდეს დამზადების თარიღი, ხოლო დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელზე მეტი.

აკუმულატორის შემოწმება

ცივ ამინდში აკუმულატორის დატვირთვა საგრძნობლად იზრდება, ამიტომ ზამთრის დადგომამდე მისი შემოწმება მნიშვნელოვანია. ცივ სეზონზე ხშირია აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები, რაც დაბალი ტემპერატურით აიხსნება. ზამთარში ძლიერი ყინვა ელექტროლიტების სიმკვრივის დაცემას იწვევს, რამაც შესაძლოა, აკუმულატორის გაყინვა გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი რესურსი უკვე შემცირებულია. ყველა აკუმულატორს ექსპლუატაციის განსაზღვრული ვადა აქვს. ხშირ შემთხვევაში მათი მუშაობის დიაპაზონი 3-იდან 7 წლამდე მერყეობს. რესურსის ამოწურვის შემდეგ ის წყვეტს მუშაობას. თუ ფარების ნათების შემცირება გამოიკვეთა, გახსოვდეს, რომ ის დაქოქვის დროს დენის გართულებულად მიწოდებითაა განპირობებული. შესაძლოა, ხანგრძლივი დგომის შემდეგ ავტომობილი აღარც კი ამუშავდეს. სწორედ ამიტომ საყურადღებოა მოგზაურობამდე მისი შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება.

ანტიფრიზი

ზამთარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტიფრიზის რესურსის შემოწმება. დაბალი ტემპერატურა, ბუნებრივია, სითხის გაყინვას უწყობს ხელს. თუ ძრავის გაგრილების სისტემაში იქნება მხოლოდ წყალი ან რესურსამოწურული ანტიფრიზი, ის აუცილებლად გაიყინება, როგორც კი ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება. აღნიშნული სითხის გაყინვა კი დააზიანებს ძრავას და მისი შეკეთება არცთუ ისე მცირე ხარჯებთან არის დაკავშირებული.

მაშუქი ფარები და საქარე მინის საწმენდი

ზამთარში დღე მოკლეა, ამიტომ აუცილებელია, ყველა მაშუქი გამართულად მუშაობდეს. შუქმფენი, მუხრუჭები და ბრუნვის ნათება განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ღამის და ცუდი ხილვადობის პირობებში.

ზამთარში, უხვი ნალექის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქარე მინის მწმენდების გამართული მუშაობაც. სწორედ ამიტომ, გარდა კარგი საწმენდი ჯაგრისებისა, საქარე მინის საწმენდი სითხის რეზერვუარშიც უნდა გვქონდეს სპეციალური ყინვაგამძლე კონცენტრატი. სითხის არარსებობა ან გაყინვა შეგიზღუდავს ხედვის არეალსა და ხარისხს. ასეთ პირობებში მოძრაობა კი რისკებთან არის დაკავშირებული.

საყურადღებოა, რომ ზაფხულის საწმენდი სითხე ან მით უმეტეს წყალი დაბალ ტემპერატურაზე გაიყინება.

სამუხრუჭე სისტემა

თოვლსა და ყინვაში უსაფრთხო გადაადგილებისთვის სამუხრუჭე სისტემის გამართულობა გადამწყვეტია. შესაბამისად, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სისტემის შემოწმება აუცილებელია. სასურველი და პრაქტიკულია, რომ ეს ზამთრის საბურავების დაყენებისას გაკეთდეს, რადგან სამუხრუჭე დისკები და ხუნდები კომპლექსურად შემოწმდება.

დაბოლოს, იქონიეთ საგანგებო ნაკრები: სათადარიგო საბურავი, პირველი დახმარების ნაკრები, თოვლის იარაღები, ფანარი - ეს ნივთები მოულოდნელი შეფერხების დროს დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, ზამთრისთვის ავტომობილის მომზადება თქვენი უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობის საწინდარია.

ავტომობილის გასამართად „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. კომპანიაში მოქმედებს „უსასრულო გარანტია“ სხვადასხვა პროდუქტებზე, მათ შორის პრემიუმ ხარისხის აკუმულატორებსა და საბურავებზე. უსასრულო გარანტია ვრცელდება აკუმულატორების შემდეგ ბრენდებზე: Varta, Exide, Fiamm, Optima, Bex, Autopower, Feon, Akom, Monbat, Macpower, Energizer. რაც შეეხება საბურავებს, „უსასრულო გარანტიით“ მომხმარებელი BRIDGESTONE, PIRELLI, CONTINENTAL, MICHELIN, YOKOHAMA, BF GOODRICH შეძენისას ისარგებლებს.

---

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები